მთავარისაქართველოსაქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - რა ფაქტორები იმოქმედებს საბოლოო გადაწყვეტილებაზე

საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში – რა ფაქტორები იმოქმედებს საბოლოო გადაწყვეტილებაზე

საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში - მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს

მმართველ გუნდში ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ოპტიმიზმის მეტი საფუძველი აქვთ და საქართველოს ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. მათ ამ ოპტიმიზმს გარკვეულწილად ანალიტიკოსებიც იზიარებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით შეიძლება, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა მაინც საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ბოლო სტატუსმეტრი იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულა ქვეყანამ 12 რეკომენდაცია, 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა.

უკვე ცნობილია, რომ 8 ნოემბერს გაფართოების პირველი ანგარიში გამოქვეყნდება, მიმდინარე წლის ბოლოს დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო მიიღებს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ. ანალიტიკოსებს ვკითხეთ, გაფართოების პირველ ანგარიშს რა გავლენა ექნება ევროპელი ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

24 ოქტომბერს სააგენტო “როიტერსი” წერდა, რომ 8 ნოემბერს ევროკომისია დადებითად შეაფასებდა უკრაინისა და მოლდოვის გატარებულ რეფორმებს და რომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

15 დეკემბერს მთავარ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ. გაფართოების პირველი ანგარიშის შემდეგ გადაწყვეტილებას ბლოკის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend