ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა განცხადებით, „მეტას“ სოციალური პლატფორმები ზიანს აყენებს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი 33 შტატის წარმომადგენელმა შეიტანა. მათი თქმით, „მეტა“ რეგულარულად აგროვებს ინფორმაციას 13 წლამდე მოზარდებისა და მათი მშობლების შესახებ.
,,მოგების გაზრდის მიზნით, მეტას საზოგადოება შეცდომაში შეყავს. გამოძიებებისა და სხვადასხვა კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ინსტაგრამი საზიანოა მოზარდებისთვის, განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონებისთვის. კვლევების მიხედვით, მოზარდი გოგონების 13.5% ამბობს, რომ თვითმკვლელობისა და თვითდაზიანებების ფაქტები უფრო ხშირია. 17% აცხადებს, რომ მათ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებისაგან კვების პრობლემები შეექმნათ. მოზარდები და ბავშვები უფრო დაუცველები და მგრძნობიარენი არიან ყველაფრის მიმართ, რასაც სოციალურ ქსელში ხედავენ.
დიდი თუ პატარა მთავრობები და ნებისმიერი იდეოლოგიის მატარებელი სახელმწიფოები – ყველა თანხმდება, რომ რასაც „მეტა„ აკეთებს უკანონო და არასწორია, ზიანს აყენებს ჩვენს შვილებს და იმსახურებს მყისიერ კოლექტიურ მოქმედებას’, -აცხადებს კალიფორნიის გენერალური პროკურორი, რობ ბონტა.