მთავარიმსოფლიოვაშინგტონის მიერ კიევისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება

ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება

რუსული ინტერვენციის წინააღმდეგ უკრაინის წარმატებულ თავდაცვას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

ამ ფაქტორებიდან უმნიშვნელოვანესია უკრაინელი ჯარისკაცის სიმამაცე და მზადყოფნა, რომ საკუთარი ფიზიკური განადგურების რისკის მიუხედავად ეცადოს, ოკუპანტის რიგებში რაც შეიძლება ნაკლები ჯარისკაცი დარჩეს.

მნიშვნელოვანია უკრაინის პრეზიდენტისა და მთავარსარდლის, გენერალური შტაბის მეთაურობისა და სხვა ლიდერების მიერ გაწეული სამსახურიც, ამის დასტურია ომის დასაწყისში კრემლის რამდენიმე მცდელობა, მოეკლა ვოლოდიმირ ზელენსკი და პოლიტიკური დეკაპიტაციის გზით მიეღწია უკრაინის სახელმწიფოს ჩამოშლისთვის.

უკრაინელი ჯარისკაცის სიმამაცე ისტორიული შთაგონების გარდა ბევრს ვერაფერს მოიტანდა, რომ არ ჰქონდეს ლეოპარდ ორი ტიპის ტანკი, ან გნებავთ ჯაველინის სახის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.

ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ბორისპოლის აეროპორტი, უკრაინა, 11 თებერვალი, 2022 წელი Copyright AP Photo/Efrem Lukatsky

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას 2014 წლიდან აწვდის, მაგრამ ჩვენ დღეს ყურადღებას გავამახვილებთ ვაშინგტონის მიერ კიევისთვის 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გაწეულ მხარდაჭერაზე.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ საერთო ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის 75 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი აქვს გადაცემული, ეს მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.

M777 ჰაუბიცა, ხარკივის რეგიონი, უკრაინა, 14 ივლისი, 2022 წელი AP Photo/Evgeniy Maloletka

რაც შეეხება სამხედრო დახმარების დეტალებს, ქვემოთ ჩამოთვლილი შეიარაღება მხოლოდ ნაწილია ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გადაცემული სამხედრო დახმარებიდან:

10 ათასზე მეტი ერთეული ჯაველინის ანტი-სატანკო შეიარაღება, 2 ათასი სტინგერის რაკეტა, 100 ათასი ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი, პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთი ბატარეა, ჰაიმარსის 38 სარაკეტო სისტემა, 31 აბრამსის ტიპის ტანკი, 186 ბრედლის ტიპის ჯავშანმანქანა, 2000 ჰამერის ჯიპი, დიდი რაოდენობით სარადარო სისტემები და წვდომა აშშ-ის სატელიტურ მონაცემებზე, ასევე ათასობით სამხედრო და სადამკვირვებლო დრონი.

ჰაიმარსი Copyright Tony Overman/The Olympian via AP
NLAW ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, დონეცკის რეგიონი, აღმოსავლეთ უკრაინა, 15 თებერვალი, 2022 წელი Copyright AP Photo/Vadim Ghirda

ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარი გიგა ჯოხაძე მოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend