მთავარიგადაცემებიSpotlightჰონგ-კონგის დასავლეთ კოულუნის კულტურული უბანი - ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ ხელოვნების...

ჰონგ-კონგის დასავლეთ კოულუნის კულტურული უბანი – ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ ხელოვნების მოყვარულებმა

ჰონგ-კონგი კულტურის ჰაბად ყალიბდება. აქ ხელოვნების მოყვარულთ შეუძლიათ, დაესწრონ უძველეს კანტონურ ოპერასაც და დაათვალიერონ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებიც.

ჰონგ-კონგის ახალი კულტურის უბანი ხელოვნების მოყვარულთ აუცილებლად უნდა მოინახულონ. ვიქტორიის ნავსადგომში 40 ჰექტარზე გაშენებული ეს უბანი ერთ-ერთი ყველაზე ფართო და ამბიციური კულტურული პროექტია მთელ მსოფლიოში.

სიჩუს ცენტრი  – კანტონური ოპერის ახალი სახლი

“სიჩუს ცენტრი”  ამ უბნის კარიბჭეა და სწორედ აქ არის საოცარი ახალი კანტონური ოპერა. სცენის ფარდის მსგავსად გაფორმებული შესასვლელი იზიდავს მაყურებელს და ხიბლავს უჩვეულო დიზაინითა და სიჩუს ოპერის მდიდარი მემკვიდრეობით. ეს არის ანტიკური სპექტაკლი, რომელიც პოპკულტურის ელემენტებსაც შეიცავს. ეს არის ისტორიული ლეგენდების ფერადი თეატრალური წარმოდგენა.

ლამ ტიენ-იუ, კანტონის ოპერის მსახიობი:

“ამ ჩინური ოპერის მსახიობები მრავალმხრივი ნიჭით უნდა იყვნენ დაჯილდოებული, რათა ითამაშონ. მათ უნდა შეეძლოთ სიმღერა, თამაში, დეკლამაცია და ბრძოლა. სხეულის თითოეულ მოძრაობას საკუთარი ფორმატი აქვს.  ეს არ არის თავისუფალი თამაში. არსებობს საოპერო ენა და წესები, რომლებსაც მსახიობი უნდა დაემორჩილოს.“

მსახიობები როლის შესაბამისად იცვლიან სახის გამომეტყველებას, რათა ემოციები გამოხატონ. დასავლური ოპერისაგან განსხვავებით, ისინი მაკიაჟის ტექნიკასაც სწავლობენ, რათა თავად შეძლონ გაკეთება.

ჩინური ოპერა მინის დინასტიიდან მოდის. იგი იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს 2009 წელს.

ახალი უბნის თვალისმომჭრელ შენობებს ურიცხვი ტურისტი და ადგილობრივი მოსახლეობა ეტანება, რათა კულტურას ეზიარონ.

ხელოვნების ბიზნესი დასავლეთი კოულუნის უბანში

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი გლობალურ დონეზე ხელოვნების წამყვანი ძალაა. იმის გამო, რომ ჰონგ-კონგში მარტივია ჩასვლა, რომ აქ დაგხვდებათ მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ხელოვნების ზონა, ჰონგ-კონგი ხელოვნების ბიზნესისთვის  სტრატეგიულ ადგილად იქცა. გლობალური სააუქციონო სახლი Phillips-ი, რომელიც აქ 2015 წლიდან არის წარმოდგენილი, კიდევ უფრო გაფართოვდა რეგიონში. ჩვენ ვესტუმრეთ აზიაში მის ახალ სათავო ოფისს, რომლის დიზაინიც არქიტექტურულ ფირმა  Herzog & de Meuron-ს ეკუთვნის.

ჯონათან კროკეტი, Phillips-ის აზიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი:

“ჩვენ  შევარჩიეთ  დასავლეთი კოულუნი, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ  ერთ-ერთი წამყვანი კულტურული უბანია მსოფლიოში, მუზეუმი M+ ჩვენგან ათი მეტრის დაშორებით, გზის გადაღმა მდებარეობს, ჰონგ-კონგის სასახლის მუზეუმი კი ზედ კართან გვაქვს. ეს ყველაფერი მუზეუმის კულტურული და კომერციული მხარეების შესანიშნავ შერწყმას წარმოადგენს. შეგიძლია გამოხვიდე მსოფლიო დონის მუზეუმიდან და პირდაპირ ჩვენს გალერეაში მოხვდე, სადაც შეგიძლია ხელოვნების ნიმუში  შეიძინო.“

ამ ქალაქში ეს პირველი სააუქციონო სახლია, რომელსაც მუდმივი გალერეა და სავაჭრო დარბაზი აქვს. ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერებს საშუალება ექნებათ, მთელი წლის განმავლობაში დაესწრონ გამოფენებს, აუქციონებსა და სხვადასხვა ღონისიძიებას.

52 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი და ექვსი სართული ეთმობა საუკეთესო თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო და სავაჭრო სივრცეს.

ჰონგ-კონგი აზიის ხელოვანთა წრეებში დიდ აღფრთოვანებას იწვევს. აქ ერთმანეთს ერწყმის თანამედროვე და ტრადიციული მემკვიდრეობა.  მაგალითად, ეს ტექსტილის ფაბრიკა შემოქმედებით ინოვაციურ ცენტრად გარდაქმნეს.  ჰონგ-კონგის კულტურული ცხოვრება უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს ხელოვნების მოყვარულთ, რისი წყალობითაც ამ ქალაქმა ხელოვნების გლობალური ჰაბის რეპუტაცია დაიმკვიდრა.

ავტორი: კრისტინა ხინერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend