მთავარიაზიაირანიირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ-ჰამასის ომის საფრთხეებზე ისაუბრა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ-ჰამასის ომის საფრთხეებზე ისაუბრა

,,დღეს რეგიონი დენთის კასრს ჰგავს. ამ წუთისთვის სიტუაცია იმდენად რთული და დაძაბულია, რომ ნებისმიერმა არასწორმა ქმედებამ, მათ შორის ომის გაგრძელებამ, ხოცვა-ჟლეტამ, ეთნიკურმა წმენდამ შეიძლება, რეგიონში ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

ჩვენმა რეგიონულმა მოკავშირეებმა, ძირითადად ლიბანურმა მებრძოლთა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“, შესაძლოა მოთმინება დაკარგოს და ისრაელთან კონფლიქტში ჩაებას.

მინდა, გავაფრთხილო ამერიკის შეერთებული შტატები და მისი რეგიონული მოკავშირეები, ისრაელის ყალბი რეჟიმის შესახებ. თუ ისინი დაუყოვნებლივ არ შეაჩერებენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს და ეთნიკურ წმენდას ღაზაში, ერთ დღესაც შეიძლება სიტუაცია საერთოდ უკონტროლო გახდეს“, – განაცხადა ჰუსეინ ამირაბდოლაჰიანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend