გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრმა „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა.
21 და 22 ოქტომბერს გამართულ გამოფენაზე მონაწილეობა მთელი საქართველოდან 160-მა მეწარმე ქალმა მიიღო.
დამთვალიერებლებს მათ საკუთარი ნაწარმი გააცნეს – საკვები, ღვინოები, საჩუქრები და აქსესუარები, თავის მოვლის საშუალებები, ავეჯი, დეკორი და სხვა. ამ ნივთების შეძენა სტუმრებს ადგილზევე შეეძლოთ.
როგორ ჩაიარა მეწარმე ქალების გამოფენამ და რამდენად მნიშვნელოვანია ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა, ქეთი შუბაშვილმა ისაუბრა.