მთავარისაქართველოარასრულწლოვანთა ქორწინება

არასრულწლოვანთა ქორწინება

საქართველოში მხოლოდ სრულწლოვანებს აქვთ ქორწინების უფლება, მიუხედავად ამისა, მაინც ხშირია ბავშვთა ქორწინების, იძულებითი ნიშნობისა და 16 წლამდე გოგონების მშობიარობის შემთხვევები. მხოლოდ ბოლო 6 თვეში 201 არასრულწლოვანი გოგონა გახდა მშობელი.

„დასრულდეს ბავშვთა ქორწინება“ – ამ იდეის გარშემო კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ექსპერტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო მოძრაობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე შეკრებილებმა ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და სამართლებრივ ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება. აქტივისტებმა აზერბაიჯანული თემიდან კი იმაზე ისაუბრეს, ამ დანაშაულს მათ თემში რა ფაქტორები უწყობს ხელს.

იძულებით და ადრეულ ასაკში ქორწინებაზე საუბრისას უფლებადამცველები დაუსჯელობის პრობლემაზე საუბრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთ დანაშაულებზე რამდენიმე პირის პასუხისგებაში მიცემა ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრის და მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ამ შემთხვევაში მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აკისრია.

არასრულწლოვან გოგონებს დღესაც იძულებით რომ აქორწინებენ, უფლებადამცველებს ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობად მიაჩნიათ, რადგან გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციაში წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ბავშვი ფიზიკური და მენტალური ძალადობისგან.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend