“ჩვენ, როგორც არაბი ხალხის ელჩები, ვგმობთ იმ საშინელ თავდასხმას, რომელიც ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოზე განხორციელდა და აღშფოთებული ვართ ამ ფაქტზე. ამ წუთის მონაცემებით 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. ჩვენთვის მიუღებელია ეს ქმედება და პასუხისმგებლობას მთლიანად ისრაელის სახელმწიფოს ვაკისრებთ. ამ დანაშაულის ჩამდენი პირები აუცილებლად უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე და პასუხი აგონ”, – ამბობს პალესტინის ელჩი გაეროში რიად მანსური.