მთავარისაქართველო,,საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ორი სცენარი"

,,საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ორი სცენარი”

ამ სახელწოდების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია საქართველოს "პოლიტიკის ინსტიტუტმა" საქართველოს "ღია საზოგადოების ფონდთან ერთად" დღეს, 16 ოქტომბერს, გამართა.

2023 წლის ნომებერში, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ამ ანგარიშში იქნება რეკომენდაციები საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობის თაობაზეც.

მიმდინარე წლის დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა კენჭისყრის გზით გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა ეს რეკომენდაციები.

,,საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ორი სცენარი: შედეგები და პოლიტიკის რეკომენდაციები“ – ამ სახელწოდების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია საქართველოს “პოლიტიკის ინსტიტუტმა” საქართველოს “ღია საზოგადოების ფონდთან” ერთად დღეს, 16 ოქტომბერს, გამართა. ანგარიში ორივე სცენარის შესაბამის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს მოიცავს. ანალიზი კი სამაგიდე კვლევას, საპროგნოზო ანალიზსა და დარგის ექსპერტებთან გამართულ დისკუსიებს ეფუძნება.

ანგარიშში აღწერილი ოპტიმისტური სცენარით, საქართველოს შეეძლება ევროკავშირთან არსებული დაძაბული ურთიერთობის განმუხტვა. რაც ქვეყანას დემოკრატიულ ინსტიტუტების გააძლიერებასა და პოლიტიკაში არსებული რადიკალიზაციის შემცირებაში დაეხმარება. ამავდროულად ევროკავშირი შეძლებს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის გაზრდას რეგიონში.

პესიმისტური სცენარის შემთხვევაში კი პირიქით, შესუსტდება ევროკავშირის რბილი ძალა, ხოლო პარალელურად გაძლიერდება რუსეთის გავლენა. ამას კი შესაძლოა ქვეყანაში პოლარიზაციის გამწვავება, პოლიტიკური არასტაბულრობა და ავტორიტარიზმის დამყარებაც კი მოჰყვეს.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება დიდწილად სიმბოლური ხასიათის მოვლენაა, სტატუსის მინიჭებამ შესაძლოა გაზარდოს ევროკავშირის ჩართულობა ქვეყანაში რეფორმების გატარების მხრივ და გაზარდოს წნეხი ხელისუფლებაზე, რომ გატარდეს საჭირო რეფორმები.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ იმისდა მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ნებისმიერ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კონტროლს.

შედეგები კი არა მარტო საქართველოზე, არამედ მთელ რეგიონზე იქონიებს გავლენას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend