2023 წლის სექტემბერში თბილისში 3,314 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.5%-იანი, ხოლო თვიურად 6.7%-იანი კლებაა – ეს ინფორმაცია GALT&TAGGART-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ სექტემბრის თვის მიმოხილვაში წერია. ამავე დოკუმენტის თანახმად, გაყიდვები ყველა უბანში შემცირდა, გარდა დიდი დიღმისა და ჩუღურეთისა.
მიმოხილვის ძირითად მიგნებებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში GALT&TAGGART-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ანალიტიკოსმა ზურაბ თავყელიშვილმა ისაუბრა.