ისრაელსა და “ჰამასს”, ასევე “ჰეზბოლას” შორის მიმდინარე ომის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ამერიკელი დიპლომატი შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ასევე ისრაელის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. “ჰამასის” წარმომადგენელთა თქმით, მათ ისრაელზე იერიში ღაზის სექტორში არსებული აუტანელი ვითარების მიზეზით დაიწყეს. პალესტინური მხარე აცხადებს, რომ საფუძველი ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორის ბლოკადა და ნაწილობრივი ოკუპაციაა. კონფლიქტის შედეგად უკვე 2500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

Copyright AP Photo/Adel Hana

ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Hatem Moussa
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი გრძელდება. უცნობია, გადაწყვეტს თუ არა ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მეთაურობა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას.

2023 წელი Copyright AP Photo/Leo Correa

გადაჰყავთ, ღაზის სექტორი, 11 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP
Photo/Fatima Shbair
სამხედრო მოქმედებების პარალელურად დიპლომატიური ფრონტის ხაზზეც აქტიური პროცესებია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელშია.
ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს ისრაელის მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ველური “ჰამასის” წინააღმდეგ ამ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ბატონო მდივანო, თქვენი ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია ვაშინგტონის მხრიდან ჩვენდამი ურყევი მხარდაჭერის. “ჰამასი” კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ იბრძვის. “ჰამასი” იგივე “ისლამური სახელმწიფოა””.
ამერიკელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ისრაელისადმი.
ენტონი ბლინკენი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი: “ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. კარგია ისრაელში დაბრუნება, სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ დროს მიწევს სტუმრობა. ეს მძიმე დროა ამ ერისთვის და ასევე მთელი მსოფლიოსთვის. თუ ნებას დამრთავთ, გეტყვით, რომ აქ ვიმყოფები არამარტო როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, არამედ როგორც ებრაელი”.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დასრულდა მორიგი საჰაერო იერიშები “ჰამასის” სპეციალურ ძალებზე. ასევე თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ შეიფარონ ტერორისტები, რადგან ეს დიდი საფრთხის შემცველია. ოფიციალური მონაცემებით, “ჰამასის” მიერ 97 გატაცებული პირის ოჯახი უკვე ინფორმირებულია, რომ მათი ოჯახის წევრი ტყვეობაშია. ასევე ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარმა აღნიშნა, რომ ინფორმირებულია 222 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახიც.
ისრაელის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ “ჰამასის” მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ნაწილს წამების კვალი აღენიშნება.
Met with Israeli President @Isaac_Herzog to discuss the situation on the ground and reaffirm our unwavering support for Israel’s right to defend itself from terrorism. pic.twitter.com/QDWIs4tzor
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) October 12, 2023
ისააკ ჰერცოგი, ისრაელის პრეზიდენტი: “მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს წამების ნიშნები აქვთ. მე ეს ინფორმაცია სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მომაწოდეს, სდეროთში ნაპოვნი ცხედრები იმდენად ნაწამებნი არიან, რომ მათი თქმით, ასეთი რამ არასოდეს უნახავთ, ეს ადამიანები კი რამდენიმე ომის მომსწრენი არიან”.
ოფიციალური მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად 1200-ზე მეტი ისრაელელი მოქალაქეა დაღუპული, 3000-ზე მეტი კი დაჭრილი. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ამ მომენტისთვის ჯამში 5000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის ტერიტორიაზე.