თავდასხმიდან მე-4 დღეს ისრაელი ღაზის სექტორზე ავიადარტყმებს განაგრძობს. ისრაელის არმიის განცხადებით, ისინი სრულად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ღაზის სექტორის საზღვრთან, რომელიც რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ,,ჰამასის“ შეიარაღებულმა ჯგუფებმა 7 ოქტომბერს გაარღვიეს.
გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-ს უახლოვდება, მათი უმეტესი ნაწილი კი მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავებულია სულ მცირე 2,500 ადამიანი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ავიათავდასხმები საპასუხო იერიშის მხოლოდ დასაწყისია. ისრაელი პირობას დებს, რომ ,,ჰამასს’’ ისე დასჯის, როგორც არასდროს. ხოლო 300,000 რეზერვისტის მობილიზებამ სახმელეთო შეჭრის ან თუნდაც, ღაზის ხელახალი ოკუპაციის პერსპექტივა გააჩინა. ბოლო ინფორმაციით, ისრაელის ტერიტორიაზე 1,500-მდე თავდამსხმელის ცხედარია ნაპოვნი და განადგურებულია ,,ჰამასის’’ 200-მდე ობიექტი.
ისრაელი იდფ დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდავის ძალების პრესსპიკერი: “დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა ღაზის სექტორში, დაშავებულთა რაოდენობა კი 4,000-ს აღწევს. გადატვირთულია ღაზის საავადმყოფოები. ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის ბრძანებით, ღაზის სექტორს შეუწყდა წვდომა ელექტროენერგიას, საწვავსა და სურსათზე. ჰამასის ერთ-ერთი მეთაური ამბობს, რომ ისინი ბლოკადას მომზადებული შეხვდნენ. ის ასევე საუბრობს იმ გარემოებებზე, რამაც შესაძლოა კონფლიქტის მასშტაბი კიდევ უფრო გაზარდოს”.
ისრაელ-ჰამასის ომმა მსოფლიო ორად გაყო. დემოკრატიული დასავლეთის უდიდესი ნაწილი სოლიდარობას ისრაელს უცხადებს. აშშ-მ უკვე დაიწყო ისრაელისთვის კრიტიკული მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება. თეთრი სახლი კი ლურჯ და თეთრ, ისრაელის დროშის ფერებში განათდა.
განსხვავებული სურათია სხვა ქვეყნებში. ირანი, სამხრეთ აფრიკა, იემენი, ყატარი და სხვები “ჰამასს” მხარდაჭერას უცხადებენ. ისლამისტური დაჯგუფების მხარდამჭერების ნაწილს მიაჩნია, რომ ისრაელი პალესტინელების ეთნიკურ წმენდას ისახავს მიზნად და “ჰამასის” თავდასხმა ისრაელის ოკუპაციის დასასრულებლად გამართლებულია.