ისრაელის მაცხოვრებლების თქმით, ასეთი მასშტაბური შეტევა ღაზის სექტორიდან ბოლო პერიოდში არ ახსოვთ. სარაკეტო იერიშების სამიზნე ათობით ისრაელის ქალაქია და როგორც ისრაელში მყოფი ქართველი ებრაელები ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ხელისუფლებისგან მუდმივად იღებს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს, ვითარება მაინც დაძაბულია.