მთავარი კუბი „სპოტიფაიმ“ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პოდკასტების თარგმნა დაიწყო

„სპოტიფაიმ“ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პოდკასტების თარგმნა დაიწყო

პოდკასტების საპილოტე ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე

აუდიოსტრიმინგ სერვისების პლატფორმა „სპოტიფაიმ” პოდკასტების თარგმნის საპილოტე ვერსიის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

თარგმანისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ, თუმცა ენის შეცვლასთან ერთად არ შეიცვლება წამყვანის ხმა.

პლატფორმის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ჩანაფიქრით სურთ მსმენელს უნიკალური გამოცდილება შესთავაზონ – საყვარელ პოდკასტერებს მისი ხმის ცვლილების გარეშე სხვა ენაზე მოუსმინონ.

„სპოტიფაის” წარმომადგენლების განცხადებით, ამ გზით არ იკარგება ამა თუ იმ პოდკასტერის ინდივიდუალურობა და საუბრის დამახასიათებელი ნიშნები.

 

პოდკასტების საპილოტე ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.  იმ შემთხვევაში თუ ეს ჩანაფიქრი გაამართლებს, მომავალში სხვა ენებიც დაემატება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend