მთავარისაქართველოპროტესტის ფონზე პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ"

პროტესტის ფონზე პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ”

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები კანონში “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ”.

კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულად მიმდინარეობდა. პარლამენტმა ორ დღეში განიხილა ცვლილებები და სამივე მოსმენით მიიღო. საბოლოო კენჭისყრაზე კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა 75 დეპუტატმა, 20 კი წინააღმდეგ წავიდა.

“ქართული ოცნება” კანონში ცვლილებებს უკავშირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში იგეგმება სახელმწიფო გადატრიალება.

კანონპროექტის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებმა სიმბოლურად კარვები მიიტანეს.

„უარი რუსულ კანონს“ – სწორედ ეს იყო დღევანდელი აქციის სლოგანი და როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასა და მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს. აქციაზე მივიდნენ 7-8 მარტის აქციებისას პოლიციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა და ძმა.  ისინი სამართალდამცველებმა დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend