საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს ცვლილებებს, რომელიც მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას ითვალისწინებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ კანონი არა აკრძალვის, არამედ წესრიგის დაცვის გაუმჯობესებისთვის იცვლება.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ ქართულ ოცნებას მასობრივი პროტესტის ეშინია და ამიტომ ამკაცრებს ასე დაჩქარებულად კანონს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ.
კანონპროექტით, კანონის ახალი რედაქციით, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქციები, კარვები, თუ ის პოლიციის შეხედულებისამებრ, საფრთხეს შექმნის სხვადასხვა მიმართულებით.