მთავარიევროპაშვედეთიშვედეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი „გულუბრყვილო“ მიგრაციის პოლიტიკის შედეგია

შვედეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი „გულუბრყვილო“ მიგრაციის პოლიტიკის შედეგია

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს დაამარცხებს. მისი ამ განცხადების საფუძველი ბოლო დროს გაზრდილი ძალადობაა, რომელმაც ბავშვები და უდანაშაულო ადამიანები დააზარალა.

ბოლო დროს შვედეთის ქალაქებში აფეთქებების სერია კრიმინალურ დაჯგუფებებთან არის დაკავშირებული. შვედეთის პრემიერი იმიგრაციის მზარდ სტატისტიკას ქვეყანაში კრიმინალური დანაშაულის ზრდას უკავშირებს.

ორშაბათსა და სამშაბათს ორი ძლიერი აფეთქება მოხდა შვედეთის დედაქალაქში, რის შედეგადაც დაშავდა სამი ადამიანი.

შვედური მედიის ცნობით, ორივე აფეთქება დაკავშირებული იყო კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებასთან. წლის განმავლობაში შვედეთში სროლისა და აფეთქებების  261 შემთხვევის დროს 36 ადამიანი დაიღუპა.

ორი ბანდა ერთმანეთს ნარკოტიკებისა და იარაღის გამო ებრძვის. ერთ ბანდას ხელმძღვანელობს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი,  რომელიც თურქეთში ცხოვრობს, მეორეს კი – მისი ყოფილი ლეიტენანტი.

პრემიერი კრისტერსონი მიიჩნევს, რომ „გულუბრყვილო“ მიგრაციის პოლიტიკამ და ემიგრანტების ინტეგრაციის პრობლემამ გამოიწვია შვედეთში არსებული ვითარება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend