„იარე, ლიზა”

ნანა ჯანელიძის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი მოგვითხრობს ჟურნალისტ ქალზე, ლიზაზე, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ომის რეპორტიორად მუშაობდა

“იარე, ლიზა”- ნანა ჯანელიძის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი მოგვითხრობს ჟურნალისტ ქალზე, ლიზაზე, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ომის რეპორტიორად მუშაობდა. ფილმის სცენარის ავტორები რეჟისორი ნანა ჟანელიძე და ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი არიან.

სცენარს საფუძვლად უდევს სწორედ მისი თანაავტორის, ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილის გამოცდილება, რომელიც თავად მუშაობდა ომის რეპორტიორად ქართულ-აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

ასევე გამოყენებულია ომის მონაწილეებისა და მოწმეების პირადი დღიურები და მოთხრობილი ამბები. „იარე, ლიზა“ საქართველოს და ბულგარეთის კოპროდუქციაა და გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფილმის რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ და ფილმის სცენარის ავტორმა, ჟურნალისტმა ლია ტოკლიკიშვილმა ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend