მთავარიაფრიკანიგერისაფრანგეთი ნიგერიდან ჯარებს გამოიყვანს, განაცხადა ემანუელ მაკრონმა

საფრანგეთი ნიგერიდან ჯარებს გამოიყვანს, განაცხადა ემანუელ მაკრონმა

რამდენიმეკვირიანი პროტესტისა და პოლიტიკური ზეწოლის გამო საფრანგეთის პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, რომ საფრანგეთი ნიგერიდან ელჩსა და ჯარს გამოიყვანს.

მხარეებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ივლისში ნიგერში დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მოჰამედ ბაზუმის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება მოხდა.

მმართველი ხუნტის მხარდამჭერებს რუსეთის დროშა უჭირავთ- Sam Mednick/Copyright 2023 The AP.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არაერთხელ განაცხადა, რომ საფრანგეთის ერთადერთი მიზანი რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლა იყო.

ახლა კი ნიგერის ამჟამინდელი ხელისუფლება მხოლოდ პრობლემას ეძებს. ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ნიგერი.

ქვეყნიდან გავა ჯარიც. თუმცა საინტერესოა, რამდენადაა შესაძლებელი ქვეყნის დატოვება. ნიგერის ხელისუფლებამ შაბათს გამოაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეს საფრანგეთის ყველა თვითმფრინავისთვის დაკეტავს.

ამავე ამბავზე:

სამხედრო გადატრიალება გაბონში

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend