მთავარისაქართველორუსული ავიაკომპანია სოჭი-თბილისი და მოსკოვი-ბათუმის მიმართულებებით იფრენს

რუსული ავიაკომპანია სოჭი-თბილისი და მოსკოვი-ბათუმის მიმართულებებით იფრენს

ინფორმაცია ამის შესახებ "აზიმუტის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა

საქართველოში რუსული ავიარეისების ინტენსივობა იზრდება.  რუსული კომპანია “აზიმუტი” სოჭი-თბილისი და მოსკოვი-ბათუმის მიმართულებებით რეისების დამატებას აპირებს…  კომპანიის  ინფორმაციით, 9 ოქტომბრიდან მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით დაიწყება ფრენა, ხოლო 11 ოქტომბრიდან სოჭი-თბილისის მიმართულებით. ახალ მარშრუტებზე ფრენის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს ავიაციის სააგენტოში  ჯერ არაფერი უთქვამთ. ამ დროისთვის “აზიმუტი” მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით დაფრინავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend