მთავარისაქართველოფესტივალი ,,ღამის სერენადები"

ფესტივალი ,,ღამის სერენადები”

22, 23, 24 სექტემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდმა დარბაზმა XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტებს უმასპინძლა. ფესტივალის იდეა ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს ლიანა ისაკაძეს ეკუთვნის. წელს ,,ღამის სერენადების“ ფარგლებში 3 ქალაქში 6 კონცერტი ჩატარდა. მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგნენ.

მოცარტის სავიოლინო კონცერტს საერთაშორისო აღიარების მქონე სოლისტი და კამერული მუსიკოსი, ამჟამად ლა სკალას ორკესტრის პირველი ვიოლინო ლაურა მარზადორი, ,,ღამის სერენადების“ ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები“ თანხლებით ასრულებს.

ერთი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და ბორჯომში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 6 კონცერტი ჩატარდა.

„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც უკვე 41 წელია იმართება.

ფესტივალის თბილისური კონცერტების სერია 22 სექტემბერს, იტალიური უვერტიურებით გაიხსნა, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 24 სექტემბერს, ნიკოლო პაგინინის 24-ე კაპრისით დასრულდა.

ამ კულტურულ ღონისძიებას ესწრებოდა იტალიის ელჩი საქართველოში. ენრიკო ვალვო იმ სახელმწიფოს წარმომადგენელია, რომელიც “ღამის სერენადების” ფესტივალის ორგანიზებაში იყო ჩართული.

ფესტივალის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას არაერთი აღიარებული შემსრულებლის მოსმენის შესაძლებლობა მიეცა. დასკვნით ღონისძიებაზე კი მათ წინაშე იტალიელი მევიოლინე ლაურა მარზადორი წარსდგა.

ქართველმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ ფესტივალი თავდაპირველად აფხაზეთში დააარსა. 2009 წლიდან კი ,,ღამის სერენადებმა“ ბათუმში გადაინაცვლა. ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალი საქართველოში 1982 წლიდან იმართება. ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი, უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა მუსიკოსები.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend