ყარაბაღის პოლიციის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და ცეცხლი გახსნეს.
სტეფანაკერტში სამართალდამცველების ცნობით, “გადაუდებელი ზომების მისაღებად” დახმარებისთვის რუს სამშვიდობოებსაც მიმართეს. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ქალაქის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სტეფანაკერტზე შეტევის განახლება უარყო. ამავდროულად სომხეთის დედაქალაქში გრძელდება საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.
აქციის მონაწილეების თქმით, დღეიდან ისინი საყოველთაო გაფიცვასა და ქუჩების გადაკეტვას აპირებენ.