მთავარისაქართველოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ დაუწესა სანქციები ოთარ ფარცხალაძეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ დაუწესა სანქციები ოთარ ფარცხალაძეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამწუხაროს“ უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი,” რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს, სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.

“ამერიკის ხმისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს: „ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ.” ამერიკის დიპლომატიური უწყება ასევე დასძენს, რომ “საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში.

დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია.” სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აშშ-მ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend