მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტი ნათია თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი ნათია თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას დატოვოს თანამდებობა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციების გათვალისწინების წესის შეცვლის გადაწყვეტილება იყო უღირსი და მიუღებელი ქმედება, რომელიც არ იყო შეთანხმებული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ზიანი მიადგა როგორც ეროვნულ ბანკს, ისე ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს პრეზიდენტი ამ ზიანის შესამცირებლად ეროვნულ ბანკს გამოსავალს სთავაზობს: “უნდა გადადგეს ნათია თურნავა, ხოლო საბჭომ ბათილად გამოაცხადოს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება”.

„პირველ რიგში უნდა გადადგეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ამ პრინციპს ზიანი მიაყენა, უნდა გადაგეს. დროა, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად სწორედ სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა, რისთვისაც მან დღეს საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend