მთავარისაქართველოსაკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში თეა წულუკიანს უსმენდნენ

საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში თეა წულუკიანს უსმენდნენ

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაიწყო დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა. ოპოზიცია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, მოგვიანებით კი მათმა უმრავლესობამ პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა.

სხდომა „მინისტრის საათის“ ფორმატით გაგრძელდა, სადაც დეპუტატების წინაშე სიტყვით კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი გამოვიდა.

თეა წულუკიანმა უწყების მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ წარადგინა ანგარიში. ისაუბრა მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ და აღნიშნა, რომ სისტემაში რეფორმები როგორც მწერლობის, ასევე კინოსა და თეატრის მიმართულებით გაგრძელდება.

ერთადერთი კრიტიკული შეკითხვა, რომელიც დღეს თეა წულუკიანს დაუსვეს, იმას ეხებოდა, რისთვის მოვიდა ის ხელისუფლებაში 2012 წელს.

მმართველი პარტიის წევრებმა კი თეა წულუკიანს ძირითადად მადლობა გადაუხადეს.

პარლამენტში თეა წულუკიანის გამოსვლა „მინისტრის საათის“ ფორმატში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend