მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში გოგონებსა და ქალებს სწავლა ეკრძალებათ

ავღანეთში გოგონებსა და ქალებს სწავლა ეკრძალებათ

ზაჰრა დღემდე ინახავს სკოლის ფორმას იმ იმედით, რომ ერთ დღეს სკოლაში ისევ წავა…

მეათე კლასში იყო, როცა გაიგო, რომ ვეღარ ისწავლიდა, რადგან თალიბანის უმანკოების დაცვისა და გარყვნილების აღმოფხვრის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ გოგონების სწავლა არ შეესაბამებოდა  ისლამური კანონის ან შარიათის მათ ინტერპრეტაციას.

„ მეათე კლასში ვიყავი, როცა გავიგე, რომ სკოლაში სიარული  და განათლების მიღება აღარ შემეძლო, ძალიან მეწყინა. ეს ჩემი ფორმაა, დღემდე მაქვს შემონახული. იმედი მაქვს, რომ სკოლები ისევ გაიხსნება, ჩავიცვამ სკოლის ფორმას და ისევ ვივლი სკოლაში“, – ამბობს ზაჰრა, სკოლის მოსწავლე.

20 წლის იყო საჰარი, საინჟინრო ფაკულტეტს ამთავრებდა, როდესაც უთხრეს, რომ სწავლას ვეღარ გააგრძელებდა, რადგან თალიბანმა ქალებს უმაღლესი განათლების მიღებაც აუკრძალა.

საჰარს ვერ წარმოუდგენია, როგორი უნდა იყოს მომავალი განათლების გარეშე…

„ ნათელია, რომ როცა უნივერსიტეტები დაკეტილია, მომავალში ჩვენ არ გვეყოლება არც ექიმები, არც მასწავლებლები და არც ფსიქოლოგები და დროსთან ერთად ჩვენი საზოგადოებაც ვერ განვითარდება.  გვინდა, რომ უნივერსიტეტები ისევ გაიხსნას, რომ სწავლის გაგრძელება შევძლოთ“,- ამბობს სტუდენტი საჰარი.

მომავლის გარდა განათლების აკრძალვა ავღანელ გოგონებს აწმყოსაც ართმევს.

ქალთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ გოგონები იძულებულები იქნებიან ნაადრევ ასაკში ოჯახები შექმნან.

უმაღლესი განათლების მიღების აკრძალვა, ზრდის ნაადრევი ქორწინების რიცხვს,  ოჯახები თვლიან, რომ რადგან მათი ქალიშვილები ვერ ისწავლიან, უკეთესი იქნება თუ გათხოვდებიან. მეტიც, თუ ვისაუბრებთ მომავალ თაობაზე, დღეს გვყავს შესანიშნავი ექიმები, მაგრამ მომავალში არ გვეყოლება, რადგან განათლების გარეშე ქალი ვერ გახდება ექიმი“ , – აცხადებს ქალთა უფლებების დამცველი მინა მომთაზი.

გოგონებს განათლების მიღების გარდა კიდევ ბევრი სხვა რამ აუკრძალეს თალიბანის ავღანეთში.

მათთვის არ შეიძლება ცეკვა, სიმღერა, სალონებში და პარკებში შესვლა, ქუჩაში გასვლაც კი, თუ თან ოჯახის წევრი მამაკაცი არ ახლავთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend