მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელმა მებრძოლებმა დასახლება ანდრიივკა გაათავისუფლეს

უკრაინელმა მებრძოლებმა დასახლება ანდრიივკა გაათავისუფლეს

უკრაინის ფრონტზე აქტიური საბრძოლო დაპირისპირებები გრძელდება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ბახმუტის ფლანგი.


დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ფრონტის ამ ხაზზე დასახლება ანდრიივკა გათავისუფლებულია.


„ბოჰდანივკის ფლანგზე მოწინააღმდეგე მუდამ ცდილობს ჩვენი თავდაცვითი ხაზის გარღვევას. ამავდროულად, ჩვენი სამხედროები ამავე რეგიონში კლიშიივკის მიმართულებით კვლავ წინ მიიწევენ. შეტევის შედეგად წარმატებას მივაღწიეთ და გავათავისუფლეთ დონეცკის ოლქის სოფელი ანდრიივკა. მოწინააღმდეგეს ვუტევთ. რუსებს დიდი სამხედრო დანაკარგი აქვთ”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა ანდრიი კოვალოვმა.


უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ექიმი ქეთი ლეშკაშელი ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთი ძლიერი წინააღმდეგობა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლის ველზე აწყდებიან, დანაღმული ველების სიმრავლეა. რუსები სანამ უკან დაიხევენ, ჯერ ტერიტორიას საფუძვლიანად ნაღმავენ და შემდეგ ამ საფრთხის დაძლევა უკრაინელ სამხედროებს უწევთ. კონტრშეტევის გამო უკრაინის არმიაში დაჭრილი და დაშავებული მებრძოლების რიცხვი გაიზარდა. სამხედრო ექიმის თქმით, ამის ძირითადი მიზეზი საარტილერიო იერიშებია.


უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით კი, რუსულ არტილერიას ყოველდღიურად უტევენ. დღეს უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობაა და აღჭურვილობა და ტექნიკაა განთავსებული, 10 დარტყმა მიაყენა. ოფიციალური ინფორმაციით, განადგურებულია 13 ტანკი, 4 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 28 საარტილერიო სისტემა, 4 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და 17 უპილოტო საფრენი აპარატი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend