საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს.
President @vonderleyen , thank you for a speech that sets a clear vision and path for tomorrow's Europe #SOTEU2023
🇬🇪 is eager to overcome the challenges and join 🇺🇦 & 🇲🇩 as a 🇪🇺candidate country by year-end and to become an integral part of the European family
🧵1/2
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 13, 2023
ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმაურება ევროკავშირის გაფართოების შესახებ. პრეზიდენტი მადლობას უხდის ფონ დერ ლაიენს განცხადებისთვის და აღნიშნავს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვები ხვალინდელი ევროპისთვის “მკაფიო ხედვასა და გზას” განსაზღვრავს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის მომავალსაც გაიზიარებს.
ამავე ამბავზე: