ლიბიის სანაპირო ქალაქ დერნაში მაშველები დაღუპულებს ნანგრევებსა და ზღვაში პოულობენ. გასულ შაბათ-კვირას ძლიერი ქარიშხლის შედეგად ორი კაშხალი ჩამოინგრა, რამაც მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.
სტიქიის შედეგად ხუთი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ლიბიაში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი გაგზავნა იორდანიამ. სხვადასხვა სახის დახმარებას აგზავნიან იტალია, საფრანგეთი და თურქეთი. ლიბიის დასახმარებლად გაერო 10 მილიონ დოლარს გამოყოფს.