18-22 სექტემბერს თბილისსა და ახალციხეში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“ მეოთხედ გაიმართება.
ქართულ ანსამბლებთან ერთად საქართველოში კონცერტებს გამართავენ ევროპის ხუთი ქვეყნის- იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის წარმომადგენელი ფოლკლორული ანსამბლები.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ ისაუბრა.