მთავარიევროპაესპანეთიდააკავეს მამაკაცი, რომელიც პირდაპირი რეპორტაჟისას ჟურნალისტს უხეშად შეეხო

დააკავეს მამაკაცი, რომელიც პირდაპირი რეპორტაჟისას ჟურნალისტს უხეშად შეეხო

ჟურნალისტი ისა ბალადო პირდაპირ ეთერში მუშაობდა, რა დროსაც მამაკაცი მიუახლოვდა და რეპორტიორს შეეხო.

ჟურნალისტი ისა ბალადო მადრიდიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდა მაღაზიის მფლობელების საკითხზე, რომლებმაც მათი მაღაზიის გაძარცვის მცდელობის გამო ქურდი სცემეს. ამ დროს მას მამაკაცი მიუახლოვდა, რომელმაც უკანალზე ხელი მოჰკიდა და დაინტერესდა, რომელი გადაცემისთვის მუშაობდა.

„ისა, ბოდიში, რომ გაწყვეტინებ, მაგრამ შენ ახლა საჯდომზე შეგეხნენ?“ – ჰკითხა ჟურნალისტს კოლეგამ სტუდიიდან.

„დიახ“ – თქვა ბალადომ, რომელიც ამავდროულად მიუტრიალდა მამაკაცს და ჰკითხა: „თუ მართლა ის გაინტერესებს, სად ვმუშაობ, ამისთვის აუცილებლად უნდა შემეხო?“

თავდაპირველად მამაკაცმა, რომელიც რუმინეთიდანაა, გაიცინა და უარყო, რომ რამე არასწორად გააკეთა, შემდეგ ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა, თუმცა არსად წასულა, ამავდროულად ბალადო სთხოვდა, რომ სამუშაოს შესრულების საშუალება მიეცა.

რა თქმა უნდა, მამაკაცი მალევე დააკავა მადრიდის პოლიციამ სექსუალური შევიწროების ფაქტზე. ახლა საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

გადაცემის წამყვანმა კი პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მამაკაცი იდიოტი იყო და ოპერატორს სთხოვა, კარგად გადაეღო მისი სახე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend