მთავარიმსოფლიოMTV-ის დაჯილდოებაზე ტეილორ სვიფტმა რვა ნომინაციაში გაიმარჯვა

MTV-ის დაჯილდოებაზე ტეილორ სვიფტმა რვა ნომინაციაში გაიმარჯვა

ნიუ-ჯერსიში MTV-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომლის წამყვანიც ნიკი მინაჟი იყო, მაყურებელმა ბევრი სიურპრიზი და სიახლე იხილა.

წლების შემდეგ, პირველად სცენაზე სრული შემადგენლობით დაბრუნდა ბენდი NSYNC-ი. თუმცა ბენდს დაჯილდოებაზე სიმღერები არ შეუსრულებია. მათ მხოლოდ გამარჯვებული გამოაცხადეს.

ჯასტინ ტიმბერლეიკის ბენდმა გამარჯვებული იმ ნომინაციაში გამოავლინა, რომელშიც თავად 2000 და 2001 წლებში გაიმარჯვა. ამჯერად კი პოპის საუკეთესო ვიდეოს ნომინაციაში გამარჯვებული ტეილორ სვიფტი გახდა სიმღერისთვის „ანტიგმირი“.

ტეილორ სვიფტი დაჯილდოებაზე – Copyright AP



ამერიკელ ვარსკვლავს სცენაზე დაბრუნება კიდევ რამდენჯერმე მოუწია. ტეილორ სვიფტმა თავისი სიმღერით 7 ნომინაციაში გაიმარჯვა, რომელთა შორისაა წლის საუკეთესო სიმღერის, საუკეთესო მუსიკოსისა და საუკეთესო ვიდეოკლიპის ნომინაციები. ტეილორ სვიფტს ჯილდო ერგო საუკეთესო ალბომისთვისაც.

შაკირა MTV-ის დაჯილდოებაზე – Copyright AP


MTV 2023 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის Video Vanguard-ის ჯიდლო კოლუმბიელმა მუსიკოსმა შაკირამ მიიღო. სცენაზე მან თავისი ჰიტების პოპური ორ ენაზე შეასრულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend