მთავარისაქართველოსტიქია დასავლეთ საქართველოში

სტიქია დასავლეთ საქართველოში

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ორი ცხედარი, ხოლო 1 პირის მიმართ გრძელდება სამაშველო ღონისძიება. უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია ქობულეთშიც. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა ადიდდა და დატბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლები და აგრარული ბაზრის ტერიტორია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend