სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტს წელს ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტა მასპინძლობს. 10 ქვეყნის ლიდერი, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები და საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირები, ერთი კვირის განმავლობაში რეგიონისა და გლობალური მასშტაბის საკითხებზე იმსჯელებენ.
სამიტის ფარგლებში გაიმართება, ინდო-წყნარი ოკეანის ფორუმი. ასევე განიხილავენ ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეგიონული საკითხებს. უკვე გაიმართა პრივატული და საჯარო შეხვედრები ასოციაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის. განცხადებები გააკეთეს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ და ავსტრალიის პრემიერმა ენტონი ალბანესმა.
ცნობილი გახდა, რომ იაპონია აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ელექტროენერგიის კავშირისა და განათლების მიმართულებით, მათ შორის ავსტრალიასთან.
„რასაც ჩვენ უზრუნველყოფილიყო, პირველი არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენ ვავითარებთ პორტებს, გზებს, რკინიგზას და აეროპორტებს. იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის კავშირებს და ეფექტურ ტვირთბრუნვას. პროექტები, რომლებსაც იაპონია ამ მიმართულებით ახლა ახორციელებს, თითქმის 19 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. ასევე უზრუნველვყოფთ ტექნოლოგიურ, პროგრამულ და სხვა ტიპის ეკონომიკურ განვითარებას და თანამშრომლობას. მესამე ეს არის საზღვაო თანამშრომლობა. რაშიც მხოლოდ ჩვენ ვერ ვიქნებით მარტო. გასაძლიერებელია საზღვაო პოლიციისა და სამხედრო დანაყოფების მიმართულება. ამაში კი ასოციაციის ყველა ქვეყნის ჩართულობის იმედი მაქვს. ამის გარდა, გასაძლიერებელია პოლიტიკური თანამშრომლობა, მეტი უსაფრთხოებისთვის. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხალხებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირების გამყარებაზე. გავცვალოთ ადამიანური ინტელექტი და ხელი შევუწყოთ ზოგად განვითარებას“,- განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.
თავის მხრივ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მიესალმა ყველა იმ სიახლეს, რომელიც რეგიონის სტაბილურობასა და ახალ კავშირებს ეხება.
„ჩვენ 95 მილიონი ავსტრალიური დოლარი გამოვყავით იმისთვის, რომ შევქმნათ ახალი სტრატეგიული გუნდები. ამ გუნდებში შევლენ ინვესტორებიც, რომლებიც აზიის ქვეყნების მიმართულებით დაინტერესდებიან. ავსტრალია მსგავსი პროექტების და თანამშრომლობის მიმართ ამბიციურია. ასევე, რეგიონის ქვეყნები უნდა დავინტერესდეთ და გავაძლიეროთ ძალისხმევა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული არასახარბიელო სიახლეების მიმართ. უნდა მოხდეს ვაჭრობის მასშტაბების გაფართოება და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა. მოუთმენლად ველი, სწრაფად ამოქმედდეს აზიის ქვეყნებთან ავსტრალიის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ამ მიმართულებით, რაზეც სამიტის ფარგლებში ვსაუბრობთ“,- განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა.
სამიტზე, ლიდერების დღის წესრიგში, მიანმარში სამხედრო გადატრიალების შედეგად გამოწვეული პრობლემები და მიმდინარე შიდა კონფლიქტებიც იქნება. მაგალითად, სუვერენიტეტის დავები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მზარდი კონკურენცია და გავლენისთვის ბრძოლა. ASEAN-ში რეგიონის ათი სახელმწიფოა გაერთიანებული. პარტნიორის სტატუსი და დიალოგში მონაწილეობის უფლება კი აქვთ აშშ-ს, ევროკავშირს, ჩინეთს, რუსეთსა და სხვა დიდ ქვეყნებს.