გრძელდება მძიმე შეტაკებები უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის. ექსპერტები აცხადებენ, რომ ახლა მთელი ყურადღება გადატანილია სამხრეთში რობოტინოზე ხოლო აღმოსავლეთში კუპიანსკზე. რუსები უკრაინელ სამხედროებს გამუდმებით თავს ესხმიან დრონებით. თუმცა მათი მისია უცვლელია – ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი სახმელეთო გზის ჩაკეტვა და სამხრეთში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსული ძალების ძირითადი ნაწილებისგან მოწყვეტა.
რუსეთის სარდლობა აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეს და რობოტინოს მიმდებარედ უკვე ჩაჰყავთ რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი სარეზერვო ნაწილი. თუმცა არც ერთ არმიას არ შეუძლია ბრძოლის გაგრძელება საბრძოლო მასალების გარეშე.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ტულას რეგიონში ერთ-ერთ ქარხნის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ამხედრო წარმოება 24 საათიან რეჟიმზე უნდა გადავიდეს.
შოიგუ ცოტახნის წინ ასევე იმყოფებოდა ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ფხენიანის დაყოლიებას ცდილობდა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიყიდვის თაობაზე.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით რუსეთსა და ჩრდილეთ კორეას შორის შეიარაღების შესყიდვაზე ნებისმიერი შეთანხმება პირდაპირ არღვევს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციებს.
მისი თქმით, აშშ განაგრძობს ყურადღებით დაკვირვებას და მოუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას შეწყვიტოს რუსეთთან მოულაპარაკებიათ შეიარაღებასთან დაკავშირებით და დაიცვას ის ვალდებულებები, რომელიც ფხენიანმა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემისა თუ მიყიდვასთან დაკავშირებით აიღო. ამავდროულად მოსკოვში აცხადებენ, რომ გასულ სამშაბათს პსკოვის აეროდრომზე მომხდარ თავდასხმებს სათანადო რეაქცია აუცილებლად მოჰყვება.