მთავარისაქართველოპრეზიდენტის ევროპული ტურნე

პრეზიდენტის ევროპული ტურნე

მმართველი გუნდის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს, რანკ-ვალტერ შტაინმაიერს. მხარეებმა უკრაინის ომი, საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილეს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ საბოტაჟი მოახდინოს საქართველოს ევროინტეგრაციის. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღალატის გზას ადგას და რუსულ ინტერესებს ატარებს.

საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური საერთაშორისო ვიზიტების განსახორციელებლად მთავრობისგან დასტური სჭირდება. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას ვიზიტებზე უარი ეთქვა. სხვადასხვა დროს სალომე ზურაბიშვილს უარი უთხრეს უკრაინაში, პოლონეთში, ბრიუსელსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ვიზიტზე.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend