მთავარიაზიაავღანეთიორი წელი გავიდა, რაც ქაბული ბოლო ამერიკულმა თვითმფრინავმა დატოვა

ორი წელი გავიდა, რაც ქაბული ბოლო ამერიკულმა თვითმფრინავმა დატოვა

თვითმფრინავის აფრენის ამ კადრებმა ორი წლის წინ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო – ეს უკანასკნელი იმედის ერთგვარი სიმბოლოა, თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოსახლეობა ცდილობს გაექცეს მომავალს, რომელიც ბუნდოვანია. ქვეყნიდან გაქცევის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ საფრთხის მიუხედავად სასოწარკვეთილი ადამიანები უკვე დაძრულ თვითმფრინავზე ცდილობდნენ მოხვედრას. ზოგს გაუმართლა, ბევრს კი არა, ქაბულიდან უკანასკნელი ამერიკული თვითმფრინავი გაფრინდა, ავღანეთის მართვის სადავეები კი სრულად თალიბანის ხელში გადავიდა.

ვითარება განსაკუთრებით 2021 წლის 30 აგვისტოს დაიძაბა, რადგან მხარეებს შორის შეთანხმების თანახმად, ეს იყო ბოლო დღე, როცა დასავლურ თვითმფრინავებს შეეძლოთ ქვეყნიდან ბოლო რეისები შეესრულებიათ. ქაბულის აეროპორტს მაშინ ათასობით ადამიანი მიაწყდა, ადგილზე ქაოსი სუფევდა. თვითმფინავში იმაზე მეტი ადამიანი ადიოდა, ვიდრე ეს უსაფრთხოების ნორმებით იყო გათვალისწინებული.  ათი ათასობით ადამიანმა შეძლო ქვეყნის დატოვება, იქ დარჩენილ მოსახლეობას კი უკვე ორი წელია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, სიღარიბისა და შიმშილობის პირობებში   თალიბანის მმართველობის ქვეშ უწევს ცხოვრება…

ქაბული 2021 წლის 15 აგვისტოს დაეცა, ფაქტობრივად უბრძოლველად. ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა ქვეყანა დატოვეს. ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობიდან კვამლი ამოდიოდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ საელჩოს წარმომადგენლები ქვეყნის დატოვებამდე დოკუმენტებს ანადგურებენ. უკვე ნათელი იყო, რომ თალიბანის მმართველობის მეორე ერა იწყებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend