ვეროკავშირის ზოგიერთი ქვეყანაში, რომელთა შორის არის ლიეტუვაც, კრიტკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტია. პაციენტებს ზოგიერტი მედიკამენტის შესაძენად ზოგჯერ მთელი ქვეყნის გადალახვა უწევთ.
59 წლის ელექტროინჟინერ რიტის ოვერლინგასს ყოველ დღე მაღალი წნევისა და დიაბეტის სამკურნალოდ 5 მედიკამენტი სჭირდება. ლიეტუვას დედაქალაქის – ვილნიუსის მახლობლად მდებარე იმ აფთიქაში, სადაც რიტისი დადის, უთხრეს, რომ ხუთივე მედიკამენტი გაუთავდათ.
“ძალიან დიდი ხანი ვეძებდი ამ წამლებს მთელ ლიეტუვაში, სანამ ბოლოს და ბოლოს ქვეყნის მეორე მხარეს არ მივაგენი. მაგრამ იმის მერე ნახევარ წელზე მეტი გავიდა“, – ამბობს დიაბეტით დავადებული რიტის ოვერლინგასი.
მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრo გაუარესდა.
“სამი თვის წინ საერთოდ ვეღარ მივაგენი ჩემს მედიკამენტებს ლიეტუვაში და საფრანგეთში მიყიდეს მეგობრებმა. ლიეტუვაში აღარ იშოვებოდა არცერთი“, – დაამატა რიტისმა.
მსგავს ამბებს მთელ ქვეყანაში ხშირად მოისმენთ. ევროპაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტია.
ბოლო კვლევამ რომელიც გამომძიებელ ჟურნალისთთა ქსელმა MIIR-მა და EDJNet -მა ჩაატრეს აჩვენა, რომ მათ მიერ შერჩეულ ევროკავშირის ქვეყნებში გარკვეული ფარმაცევტული პროდუქცია დეფიციტში 72-დან 130 დღემდე შეიძლება იყოს.
ბაზრიდან მედიკამენტების უკან გაწვევა და მოთხოვნის მოულოდნელი ზრდა სახელდებოდა დეფიციტს გამომწვევ მიზეზებად, რაც კიდევ უფრო გამწვავდა კოვიდისა და უკრაინის ომის გამო, რადგან მიწოდებათა ჯაჭვები დაირღვა.
თუმცა 2021 წლის კვლევის მიხედვით, დეფიციტის ნახევარი შესაძლოა ხარისხისა და წარმოების კონტროლის ფაქტორზე მოდის. ფარმაცევეტები კი ამბობენ, რომ მათ ხშირად უბრალოდ შეზღუდული არჩევანი აქვთ.
კაროლინა სტალიუნაიტე, Benu Pharmacy-ის ფარმაცევტი:
“როგორც ფარმაცევტული ჯაჭვი ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ მომწოდებლებსა და მწარმოებლებზე. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ფრთხილად დავაკვირდეთ ვითარებას და ვეცადოთ მედკამენტები შევუკვეთოთ, როგორც კი გამოჩნდება, რომ რაც შეიძლება დიდი მარაგი გვქონდეს.“
რას აკეთებს ევროკავშირი მედიკამენტების დეფიციტის აღმოსაფხვრელად?
დეფიციტი მძიმე ტვირთად აწევს ჯანდაცვის სისტემასა და მასთან დაკავშირებულ პროფესიებს, ამასთან სიცოცხლეს ურთულებს პაციენტებს. ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული ცვლილებები, რომლებზეც ევროკომისიის ფარმაცევტული რეფორმის წინადადების ფარგლებში უკვე მუშაობენ, ამბობს ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესი.
“ჩვენ გვსურს რომ შეიქმნას კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მედიკამენტების ნუსხა ევროკავშირის დონეზე, რათა შევძლოთ ყველაზე აუცილებელი მედიკამენტების მონიტორინგი, რათა გავსაზღვროთ მიწოდების ჯაჭვის სუსტი მხარეები. ასევე საჭიროა მუშაობა კომპანიებთან, რათა მათ უფრო ადრე შეამჩნიონ პოცენტიური დეფიციტი. ჩვენ გვჭირდება და ვმუშაობთ მედიკამენტების სააგენტოს გაძლიერებაზე, რომელიც თვალყურს მიადევნებს ამ ყველაფერს. ჩვენ გვაქვს ახალი სტრუქტურა: „ჯანდაცვის სასწრაფო დახმარებისა და რეაგირების ორგანო“, რომელიც ასევე აკვირდება, თუ რა მედიკამენტები გვჭირდება, რათა უზურნველყოს მათი მოწოდება და წინასწარ გაგვაფრთხილოს მოსალოდენლი დეფიციტის თაობაზე. როცა ეს ყველაფერი ამოქმედდება, სულ მცირე გვეცოდინება კრიტიკული მედიკამენტების კუთხით რა მდგომარეობაა, რათა კომპანიებმაც და სახელმწიფომაც უფრო სწრაფად იმოქმედონ“, – განმარტავს ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში.
ვითარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაუმჯობესდეს, ამბობენ პაციენტები როგორც ლიეტუვაში, ისე მთელ ევროპაში. მაგრამ რამდენად სწრაფად გადაიჭრება მიწოდების ჯაჭვის საკითხუ – ეს ბრიუსელის სტარტეგიის ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული.
ავტორი: ხულიან გომესი