მთავარიგადაცემებიQATAR 365კატარის ეროვნული ბიბლიოთეკა: თანამედროვე ცენტრი, რომელიც ცივლიზაციის საგანძურს იცავს

კატარის ეროვნული ბიბლიოთეკა: თანამედროვე ცენტრი, რომელიც ცივლიზაციის საგანძურს იცავს

კატარის ეროვნული ბიბლიოთეკა არსებით როლს ასრულებს, რათა ქვეყანამ თავის მიზანს მიაღწიოს და კატარის ეკონომიკა მხოლოდ ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორზე აღარ იყოს დამოკიდებული, რომ ის ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკად იქცეს. თუმცა როგორ აადელ ჰალეემმა გაარკვია, ეს ბიბლიოთეკა ინფორმაციის საგანძურის  საცავიცაა – აქ ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორიც რეგიონის კულტურისა და ისტორიის შესახებ, ისე ციფრულ და ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებზე. გარდა ამისა, ეს არის რეგიონული ცენტრი, სადაც ექსპერტების გუნდი მუშაობს დოკუმენტების რესტავრაციაზე და იბრძვის კონტრაბანდის წინააღმდეგ.

საოცარი შენობა

კატარის ეროვნული ბიბლიოთეკა ძველემოდური ბიბლიოთეკის არქიტექტურას არ იმეორებს. შენობის დიზაინი სიმბოლიზმს ეფუძნება, რომელსაც მრავალი შრე აქვს.

„ ძალიან სასიამოვნოა იმ აღფრთოვანებისა დანახვა, რომელიც ადამიანის თვალებში დგება, როგორიც კი აქ შემოდგამს ფეხს და მთელ შენობას მოათავლიერებს,“ – ამბობს ჰინდ ალ-ჰულაიფი, კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის  სტრატეგიული დაგეგმარებისა და პროექტების დირექტორი. „როგორც კი ფეხს შემოდგამ, მაშინვე ერთბაშად ხედავ ბიბლიოთეკის უმეტეს ნაწილს. შენობა ისე დაპროექტდა, რომ საკითხავი რიგები იარუსებად არის განლაგებული, რადგან კითხვის დროს ისეთი განწყობა გქონდეს, თითქოს კითხვისა და სწავლის დროს შენი სული და ცნობიერებაც მაღლდება.  ამ შენობის სილამაზე იმაში დგომარეობს, რომ ის მთლიანად დღის სინათლით არის განათებული. ეს კიდევ ერთი სიმბოლური მინიშნებაა იმაზე, რომ სინათლის – სწავლის საშუალებით სული მაღლდება.“

ჰინ ალ-კულაიფის სჯერა, რომ თანამედროვე ბიბლიოთეკა საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრიც უნდა იყოს. რასაკვირველია, აქ ხომ წიგნებია ხელმისაწვდომი – უამრავი წიგნი. თუმცა აქვე ნახავ სწავლისთვის განკუთვნილ ადგილს, ინოვაციურ კაბინეტებსა და სენსორულ ოთახებს.

„ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა კითხვები დასვას, იკვლიოს, სიახლე აღმოაჩინოს, უფრო  ცნობისმოყვარე გახდეს იმის წყალობით, რომ სხვადასხვა საკითხის ირგვლივ ასეთ უზარმაზარ რესურსზე მიუწვდება ხელი,“ – განმარტავს  ჰინდ ალ-ჰულაიფი.

კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის მიზანია ღია სასწავლო სივრცის შექმნა. რომ მაგალითად სანამ ვინმე ბიბლიოთეკის ინოვაციური კაბინეტშია, რათა რომელიმე ინსტურმენტი გამოიყენოს ან პოდკასტი ჩაწეროს, ამავდროულად სურვილი გაუჩნდეს, რომ ამ საკითხზე წიგნიც აიღოს ხელში და მეტი გაიგოს თეორიულად.

ისტორიული მემკვიდრეობის ბიბლიოთეკა

კაატრის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომლის დიზაინიც ცნობილ ნიდერლანდელ არქიტექტორს რემ კოოლჰაასს ეკუთვნის 2018 წელს გაიხსნა. ბიბლიოთეკის ცენტრალურ ნაწილში წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული ბიბლიოთეკაა განთავსებული, რომელიც არქეოლოგიური გათხრის ადგილს წააგავს. აქ ნახავთ რუკებს, ხელნაწერებსა და ფოტოებს, რომლებიც რეგიონის მდიდარი ისტორიის დამადასტრუებელი დოკუმეტაციაა.

„ეს გამოფენა მხოლოდ არაბულ ისტორიაზე არ აკეთებს აქცენტს, იგი ყურადღებას მთელ ისლამურ ისტორიაზე ამახვილებს, ზოგადად მთელ ისლამურ ცივილიზაციაზე,“ – ამბობს იხლას აჰმედი,  კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის ტურებისა და გამოფენების განყოფილების თანამშრომელი. „მაგალითად როგორ გადადიოდა ხელნაწერი ერთი ადგილიდან მეორეზე, სანამ ხალხმა ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება დაიწყო.“

ცოდნის გადაცემა ეროვნული ბიბლიოთეკის კონცეფციის სიმბოლოა. კატარი ნავთობის სექტორზე დამოკიდებულ ეკონომიკას ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკით ცვლის და ეროვნული ბიბლიოთეკა ამ პროცესში ქმნის პლატფორმას, რომელიც ცოდნის გავრცელებას უწყობს ხელს –  როგორც ფიზიკურ ისე ციფრულ ფორმატში.

ამ ბიბლიოთეკაში დაცულია ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ცნობები ფრანგების ექსპედიციაზე ეგვიპტეში მე-18 -19 საუკუნეებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის შესახებ განსხვავებული თვალსაზრისიც წაიკითხო,“ – ამბობს იხლას აჰმედი. „წაიკითხო მოგზაურების ჩანაწერები, რადგან მე-15-მე-16 საუკუნეებში ისინი იყვნენ პიონერები. ისინი ამ რეგიონში სხვადასხვა მიზნით ჩამოდიოდნენ. მათ დღიურებში წარსულის ამოკითხვა შეიძლება.

მემკვიდრეობის ბიბლიოთეკაში ასევე დაცულია პირველი ნაბეჭდი რუკა, რომელიც მე-15 საუკუნითაა დათარიღებული და რომელზეც პირველად არის მოხსენიებული თანამედროვე კატარი ოღონდ ლათინური სახელით  – კატარა (Catara).

კოლექციის გაციფრულება

შემდეგი საფეხურია ამ ანტიკური მასალების გაციფრულება, რათა ისინი მომავალ თაობებს შეუნარჩუნონ. ბიბლიოთეკის გაციფრულების სპეციალისტები დღეში 2 000 –  2500 გვერდს აციფრულებენ.

„მუშაობა 2015 წელს დავიწყეთ,“ – ამბობს  ჰანი ეი ელსავი აბდელატიფი, კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული მომსახურების ხელმძღვანელი. „დღემდე 14 მილიონ გვერდზე მეტი გავაციფრულეთ იქნება ეს წიგნები, ხელნაწერები, გამოცემები, პლაკატები, რუკები, ფოტოები თუ სხვა. აქცენტს არაბულ ენაზე ვაკეთებთ. ვცდილობთ არაბულ ენაზე საინფორმაციო ბაზა გავზარდოთ ისე, რომ ინტერნეტში  ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის. რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს ჰქონდეს კოლექციაზე წვდომა.“

მართალია მემკვიდრეობით მიღებული მასალები სპეციფიურია, მაგრამ ის არასპეციალისტებსაც აინტერესებს. ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ 2021 წელს ორნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა ეს ელექტრონული რესურსი.

 

„ჩემი აზრით, ეს იმის დასტურია, რომ როდესაც ძველი მასალები ინტერნეტით თავისუფლად არის ხელმისაწვდომი ისე როგორც ჩვენთან, მათ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს,“ – ამბობს მარჩინ ვერლა, კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული მასალებისა და საზოგადოების ჩართულობის დეპარტამენტის დირექტორი. „უამრავ ადამიანს აინტერესებს ეს. არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონსა და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან ინტერნეტით მთელი მსოფლიოდან შემოდის ხალხი.“

„ჩვენი კოლექციის გაციფრულების გარდა,“ – ამბობს ტან ჰუიზმი,  კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის აღმასრულებელი დირექტორი. „ჩვენ სხვადასხვა პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ, მაგალითად ბრიტანეთის ბიბლიოთეკასთან, რათა გავაციფრულოთ მის არქივში დაცული სპარსეთის ყურის შესახებ არსებული მასალები, იმისთვის, რომ მთელმა ქვეყანამ ნახოს და მასზე ყველას მიუწვდებოდეს ხელი. ეს ძალიან მმნიშვნელოვანი ფუქციაა ჩვენთვის, როგორც რეგიონისა და კატარის დოკუმნეტური მემკვიდრეობის მცველებისთვის.“

ქვეყნის მდიდარი მემკვიდრეობის დაცვა ულტრა-თანამედროვე ბიბლიოთეკაში, ნიშნავს წიგნებით სვლას მომავლისკენ.

დაცვა და კონსერვაცია

კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მილიონზე მეტი წიგნია. მკითხველს შეუძლია ნებისმიერ ადგილზე მოკალათდეს შენობაში, რომლის ფართობიც   42 ათასი კვადრატული მეტრია. აქ ყველაფერია, რაც კი ბიბლიოთეკას შეეფერება – მათ შორის კაფე, საბავშვო განყოფილება და რესტორანიც. მაგრამ რითაც ეს ბიბლიოთეკა ყველაზე მეტად გამოირჩევა არის დაცვისა და კონსერვაციის დეპარტამენტი…

ღია საჯარო სივრცის მიღმა, სარდაფში ბიბლიოთეკის კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილია: დაცვისა და კონსერვაციის რეგიონული ცენტრი ე.წ. PAC-ი. მას მარტივი ამოცანა აქვს: დაიცვას წიგნები და ხელნაწერები არაბეთის მთელ რეგიონში.

 

„აქ ამ რეგიონის მილიონობით არაბული და ისლამური ხელნაწერია და მათი დაცვისა და შენარჩუნებისთვის საკამრისი რესურსი არ არის,“ – ამბობს სტეფან იპერტი, კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის  განსხვავებული კოლექციების დირექტორი. „ჩვენ არ შეგვიძლია თითოეული მათგანის შეცვლა და მთელი მემკვიდრეობის შენარჩუნება, მაგრამ შეგვიძლია ხალხის მომზადება. აქ გვაქვს ტექნიკური დახმარების დეპარატამენტი, რომელშიც ვატარებთ ტრენინგებს, ვიძლევით ტექნიკურ რჩევებს და ასევე ვმასპინძლობთ ტრენინგებს კონსერვაციასა და დაცვასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემის ირგვლივ – შეეხება ეს ხელნაწერებს, გაზეთებსა თუ რუკებს. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ცოდნის გაღრმავებაშიც, რათა ხალხმა უკეთ მოუაროს საკუთარ კოლექციას.“

კონსერვაციის ტექნოლოგი ფარეედ ალ-შიშანი  არაორგანული მასალების სპეციალისტია. კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მას დაზიანების პრევენცია, კონსერვაცია და რისკის მართვა აბარია. ეს საქმე მრავალპროფილიანია – ამჟამად ის ლითონებს აფასებს ამ ასტროლაბით.

ფარეედი და მისი გუნდის სხვა წევრები მემკვიდრეობის ბიბლიოთეკაში დაცულ საგანძურზე ზრუნავენ, იქნება ეს წიგნი, რუკა თუ ხელნაწერი.

„ჩვენ გვაქვს ოთახის ტემპერატურისა და ტენიანობის მონიტორინგის სისტემა, რომელიც დისტანციურად მუშაობს უკაბელო ინტერნეტის დახმარებით,“ – განმარტავს  ფარეედ ალ-შიშინი, კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის კონსერვაციის ტექნოლოგი. „ასე რომ მხოლოდ კომპიუტერის ეკრანით შემიძლია შევამოწმო ტემპერატურა და ტენიანობა საცავებსა და საგამოფენო დარბაზებში. გარდა ამისა, თუ გვაქვს გაცემული რამე, ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ დავუკავშირდეთ ნებისმიერ უკაბელო ინტერნეტს მთელ მსოფლიოში და დისტანციურად დავაკვირდეთ ჩვენი კომპიუტერებიდან და სმარტფონებიდან.“

 

2022 წელს კატარის ბიბლიოთეკამ მჟავის გამანეიტრალებელი პირველი საამქრო გახსნა რეგიონში. 1850 წლის შემდეგ გამოცემულ წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს ეს პრობლემა უფრო მეტად აქვთ, ვიდრე უძველეს ხელნაწერებს, რადგან მათ  ხის მასალისგან ამზადებენ და  მეტი მჟავიანობა ახასიათებთ.
„მჟავის გამანეიტრალებელი საამქრო არის სისტემა, რომელიც იყენებს მაგნიუმის მჟავას, რომელსაც ხსნარი შეიცავს,“ – ამბობს  ფარეედი. „ეს სისტემა იმით არის გამორჩეული, რომ ამ ხსნარით ერთდროულად მასობრივად შეიძლება  ფურცლების დამუშავება და არა თითო-თითოდ ან თუნდაც ათობით. დღეში დაახლოებით 50 ცალი წიგნის დამუშავება შეგვიძლია და როდესაც ეს პროცესი სრულდება, მათ საშრობში ვათავსებთ და ქრება როგორც გამოყენებული სითხე, ისე ის სითხე რომელსაც ფურცელი შეიცავდა და უკან სისტემაში ბრუნდება. ერთი სიტყვით ეს სისტემა ფურცელს ხელახლა ამუშავებს. ამას ხარჯიც ნაკლები აქვს და ეკომეგობრულიცაა.“

კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა

ამ რეგიონული ცენტრის მანდატი წიგნის დაცვასა და კონსერვაციაზე ბევრად მეტია. აქაური ექსპერტები ისეთი ფართოდ გავრცელებული პრობლემითაც არიან დაკავებული, როგორიცაა კონტრაბანდა.

ისტორიული ჩანაწერებისა და სხვა არქივში დაცული მასალების ტრაფიკინგი სულ უფრო მატულობს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის  რეგიონში, რადგან რამდენიმე ქვეყანაში კონფლიქტსა და გადატრიალებას ჰქონდა ადგილი. მაგრამ წიგნებისა და ლიტერატურის დაცვა ადგილობრივი კანონმდებლობით უფრო  რთულია, ვიდრე სხვა არტეფაქტების. ამიტომ  PAC-ის ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგები კონტრაბანდასთან და დატაცებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დავაფინანსეთ იემენიდან  ექსპერტების ჩამოყვანა,“ – ამბობს  სტეფან იპერტი, კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის  განსხვავებული კოლექციების დირექტორი. „რათა მათ ჩვენთან ერთად მიეღოთ  მონაწილეობა ტრენინგებში, რომ შეხვედროდნენ საერთაშორიოს ექსპერტებს, პოლიციას, მებაჟეებს, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, იემენში ადვილად ჩავიდნენ გარკვეულ პერიოდში. რათა მათთვის აგვეხსნა პროცედურები და საკანონმდებლო ჩარჩო, რადგან კანონმდებლობა უნდა გვესმოდეს, კონტრაბანდას უკეთ რომ გავუმკლავდეთ. ავუხსენით, როგორია ნივთის დაბრუნების პროცესი. აქ კატარის ფონდის საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვა დეპარტამენტებთან ერთად შევქმენით განყოფილება, რომელიც დღე და ღამე ადევნებს თვალყურს სოციალურ ქსელებს, რათა კონტრაბანდასთან დაკავშირებული პოსტები იპოვოს.

ყოველ დილით ჩვენი ექსპერტები იმ პოსტების სიას იღებენ და აკვირდებიან, თუ რამდენად კანონიერად გაიყიდა ნივთი და ხომ არ შეიძლება მისი დაკავშირება კონტრაბანდასთან ჩვენი ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით. ეს უზარმაზარი სამუშაოა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ისლამური სამყარო შევინარჩუნოთ.“

კრიმინალები სულ უფორ მეტად ხვეწენ კონტრაბანდის მეთოდებს, რაშიც ტექნოლოგიაც უწყობთ ხელს.

„ხელნაწერების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია არქეოლოგიურ ნივთებთან შედარებით,“ – განმარტავს სტეფან იპერტი. „ამიტომ ის უფრო ადვილად გააქვთ ქვეყნიდან უკანონოდ და შემდეგ ევროპის ბაზრებზე ჰყიდიან. ბოლო სამი წლის განმავლობაში ინტერპოლთან, საერთაშორისო საბაჟო კავშირთან და სხვა ექსპერტებთან ერთად შევქმენით პროგრამა სპეციფიურად ისლამური ხელნაწერების კონტრაბანდის წინააღმდეგ. ასე რომ ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც გაყიდვებს აკვირდება. როგორც აუქციონებს, ისე სოციალურ ქსელებში მიმდინარე გაყიდვებს, რადგან სწორედ იქ მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გაცვლები, სულ უფრო მეტი ხალხი ეტანება გავლის ასეთ სისტემას ე.წ. წოდებულ Dark Web-ისა და სოციალური ქსელების საშუალებით. ამის გაკონტროლება პოლიციის მეშვეობით უფრო რთულია. ამიტომ ასეთი გზებით ვაკვირდებით.“

 

თხრობა ქალი

იქნება ეს თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ბიბლიოთეკის კერძო კოლექციას დაიცავს, თუ რეგიონის ფასდაუდებელი ხელნაწერების კონტრაბანდის პრევენციის მიზნით ჩატარებული ტრენინგები და სემინარები, აშკარაა, რომ დაცვა და კონსერვაცია პაკის PAC-ის ცენტრისა და კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის  ორი მნიშვნელოვანი მიზანია.

ავტორი: მირანდა ატი და აადელ ჰალეემი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend