მთავარიმსოფლიოევროპაშტორმები ევროპაში: დანიის დასავლეთ სანაპიროზე მდგარი სახლები ოკეანემ დაფარა

შტორმები ევროპაში: დანიის დასავლეთ სანაპიროზე მდგარი სახლები ოკეანემ დაფარა

ძლიერმა წვიმამ შვედეთის აღმოსავლეთში დასახლებები და გზები დააზიანა.  მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. მდინარე სუსაბაკი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში გადის, კალაპოტიდან გადმოვიდა და მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.

ათეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო როგორც შვედეთში, ისე მეზობელ ნორვეგიაში. უხვი ნალექის გამო გადაიდო ფრენები და დაიკეტა გზები.

ჰემსედალის მერი პოლ ტერიე რერბი აღნიშნავს, რომ მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ადგილებს, სადაც არსებობს მეწყრული პროცესების საშიშროება. მისი თქმით, ამის პროგნოზირება ან თუნდაც თავის დაცვა რთულია, მაგრამ, რაც მთავარია,  ყველა მობილიზებულია.

შტორმების შედეგები იგრძნობა დანიაშიც, სადაც ძლიერმა ქარმა შეაფერხა როგორც სარკინიგზო, ისე საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა. დანიის დასავლეთ ნაწილში სანაპიროზე მდგარი სახლები ოკეანემ დაფარა.  ათობით დამსვენებელი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

ბალტიის ზღვის მეორე მხარეს, ლატვიაში, ისეთი ამინდია, რომ შემოდგომა უფრო გეგონებათ, ვიდრე ზაფხული. მძვინვარე შტორმმა დააზიანა მოსავალი, საცხოვრებელი სახლები, ძირიანად მოგლიჯა ხეები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend