მთავარიკუბირუსეთის უსაფრთხოების სამსახურს "იანდექსის" მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექნებათ -...

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს “იანდექსის” მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექნებათ – MEDUZA

რუსულმა მედია “მედუზამ” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვით, მათ მოიპოვეს “იანდექსის” თანამშრომლებს შორის მიმოწერა, რომელიც მოხდა რუსეთში ახალი კანონის მიღების შემდეგ. ამ კანონის მიხედვით, რომელსაც ხელი მოაწერა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა და რომელიც ძალაში შედის 1 სექტემბრიდან,  რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) ეძლევა მუდმივი წვდომა ტაქსის კომპანიების მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც შეყვანილები არიან სახელმწიფო რეესტრში.

მანამდე ასეთი მონაცემების მიღება შეიძლებოდა მხოლოდ მოთხოვნის შედგენის შემდეგ. მიმოწერაში თანამშრომლებს აინტერესებდათ პასუხები ხელმძღვანელობისგან, თუ სად ინახება რუსეთის ფარგლებს გარეთ მომხმარებლების ბაზა. ხელმძღვანელი თანამშრომლებს ეუბნება, რომ “იანდექს გოუს” და “იანგოს” მონაცემები ინახება რუსეთში და სთხოვა თანამშრომლებს რომ კლიენტებთან საუბარში თავი აარიდონ ამ თემაზე საუბარს.  “მთელი “იანგოს” მონაცემი რუსეთშია. არ არსებობს არანაირი ფიზიკური ან ლოჯისტუკური გაყოფა რუსულ და საერთაშორისო ნაწილებს შორის”, – წერია მიმოწერაში “მედუზას” ცნობით.

როგორც მედუზა წერს, ორმა ანონიმურმა წყარომ “იანდექსში” დაადასტურა, რომ ტაქსის სერვისის მონაცემები დღეს ინახება მხოლოდ რუსეთის დატა-ცენტრებში.

“იანდექსში” უარყოფენ, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახური მიიღებს რუსეთის ფარგლებს გარეთ მომხმარებლების მონაცემებზე წვდომას. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ უმეტესობა თანამედროვე სერვისი მოწყობილია ისე, რომ მონაცემთა ასლები ინახება სხვადასხვა ცენტრებში. “იანდექსში” ირწმუნებიან, რომ ტაქსით გადაადგილების შესახებ ინფორმაციას მიღება, ლოკალური პროცედურების გავლის შემდეგ, შეუძლიათ მხოლოდ სამართალდამცველებს იმ ქვეყნიდან, სადაც ხდება გადაადგილება.

“იანდექსი” კომპანიის მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით, ინახავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სახელი გვარი, თქვენი ტელეფონის ნომერი, IP-მისამართ, საბანკო ინფორმაცია, გადაადგილების ისტორია, წვდომა სატელეფონო კონტაქტებზე, ასევე ელექტრონულ ფოსტა, ყველა ინფორმაცია, რომელსაც თავად აწოდებს მომხმარებელი ტაქსის და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ფინეთსა და ნორვეგიაში “იანდექსის” ტექნოლოგიურ ჯგუფს აუკრძალეს რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემა მომხმარებლების შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend