მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკაროგორ უმკლავდება ევროკავშირის მოსახლეობა და ბიზნესი ენერგოკრიზისს?

როგორ უმკლავდება ევროკავშირის მოსახლეობა და ბიზნესი ენერგოკრიზისს?

ენერგოკრიზისი ისევ ემუქრება ევროპის ეკონომიკას, ბიზნესსა და მომხმარებელს. ევროპაში ენერგომომარაგებაზე გაზრდილი ფასის გამო ევროზონაში ინფლაცია 8.5%-მდე ავიდა. იტალიაში საყოფაცხოვრებო ხარჯები თითქმის 11 პროცენტით გაიზარდა. ძვირი ფასები მხოლოდ მოსახლეობას კი არ აზარალებს, არამედ ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებელ კომპანიებსაც, მაგალითად ერთი მათგანია მოცარელას საწარმო ქარხანა Gruppo Francia Latticini-ი რომის გარეუბანში.

„ჩვენ 250 თანამშრომელი გვყავს დასაქმებული ორ საწარმოში. 20 მილიონ კილოგრამ სხვადასხვა ფორმისა და გემოს ყველს ვაწარმოებთ,“ – ამბობს მასიმო პანაგია,  კომპანია Gruppo Francia Latticini-ის  მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

ამ კომპანიის ხელმძღვანელი მიხსნის, რომ ელექტროენერგიის გადასახადი 2022 წელს სამჯერ აღემატებოდა წინა წლისას. მართალია, ბიოგაზსა და მზის პანელებში ჩადებულმა ინვესტიციებმა ნაწილობრივ შეამცირა ხარჯი, მაგრამ ენერგიაზე დახარჯული თანხა მაინც მძიმე ტვრითად აწევს ასეთ კომპანიებს.

„ციფრებში რომ გადავიყვანოთ, ეს ხარჯი 1.3-1.4 მილიონი ევრო გამოდის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. შედეგად, ჩვენი პროდუქტის ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა,“- დაამატა მასიმო პანაგიამ.

რამდენად ეფექტურია ევროკავშირის ენერგოკრიზისის დაძლევის ზომები?

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ეკონომიკის დახმარების მიზნით,  2022 წლის მარტში ევროკომისიამ „დროებითი კრიზისის სახელმწიფო დახმარების ჩარჩო-პროგრამა“ შექმნა. ეს პროგრამა ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს: შეზღუდული რაოდენობის გრანტი გასცეს  ომით ან სანქციებით დაზარალებულ კომპანიებზე; დაეხმაროს ბიზნესს ლიკვიდობის პრობლემის მოგვარებაში და კომპანიებს აუნაზღაუროს ელექტროენერგიის ფასნამატი.

ბრიუსელმა იტალიას დაუმტკიცა  50 მილიარდ ევროზე მეტი სახელმწიფო დახმარება, რომელიც საგადასახადო კრედიტებსაც შეიცავადა.

„ელექტროენერგიის გადასახადის მიხედვით, თითოეულ კომპანიას შეუძლია ამ გადასახადის  30 პროცენტი დათვალოს და გაქვითოს  საგადასახადო კრედიტის 30 პროცენტში, რომლის კომპენსაციაც მოხდება შემდეგ თვეებში მთავრობისთვის გადახდილი გადასახადის სახით. სამწუხაროდ, ეს მექანიზმი არც ისე კარგად მუშაობს მოკლევადიან ფულად ნაკადებზე,“ – ამბობს მასიმო პანაგია,  კომპანია Gruppo Francia Latticini-ის  მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

მის მოსაზრებას ეთანხმება მაურიო სავოია, კერძო ავტოპროფილაქტიკის  მფლობელი რომში. როდესაც აღმოაჩინა, რომ ერთ წელიწადში ელექტროენერგიის გადასახადი გაორმაგდა, მაურიომაც ისარგებლა საგადასახდო კრედიტით, მაგრამ ამბობს, რომ მცირე ბიზნესის დასახმარებლად მეტი უნდა გაკეთებულიყო.

მაურიო სავოია,  Autopozzi Savoia MALE SOT 1-ის მფლობელი და მენეჯერი:

„ფინანსური კუთხით არავითარი შეღავათი არ ყოფილა. ჩვენ ველოდებოდით, რომ სულ მცირე გარკვეული ეკონომიკური დახმარება ან გრანტი გაიცემოდა წლის ბოლოს კომპანიების ხელშესაწყობად“.

ევროპის ენერგოსისტემის შეფასება და გადაფასება

უკრაინის ომმა გამოააშკარავა, რომ საჭიროა ენერგორესურსებით მომარაგების, მათზე მოთხოვნის, მათი მოხმარებისა და წარმოების პოლიტიკის გადახედვა.

„ბოლო თვეებში ენერგორესურების ფასები მთელ ევროპაში მკვეთრად შემცირდა. ამიტომ მომავალ რამდენიმე კვირასა და თვეში მომხმარებელს ნაკლები გადასახდი მიუვა ენერგომოხმარებაზე. მაგრამ ეს დაბალი თანხაც ადრინდელზე  ორჯერ, სამჯერ მეტი იქნება,“ – განმარტავს სიმონე ტაგლიაპიეტრა,  ბრიუგელის ინსტიტუტის უფროსი ექსპერტი.

მიუხედავად იმისა, რომ ენერგოკრიზისის დაძლევის მიზნით კომპანიებსი დასახმარებლდა ევროპამ დროებითი კრიზისის აღკვეთის ჩარჩო-პროგრამა გაატარა, ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, ეს მექანიზმი მხოლოდ დაამახინჯებს ბაზარს.

„კრიზისის დროს ევროპის ერთ-ერთი ტიპური პასუხი არის სახელმწიფო დახმარების ხისტი  წესების შერბილება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როდესაც არბილებ წესებს და ევროპაში კონკურენციის პოლიტიკასა და სახელმწიფო დახმარებას უწყობ ხელს, როგორც წესი, ამით ყველაზე მეტად ორი ქვეყანა იღებს სარგებელს – გერმანია და საფრანგეთი. სწორედ ამ ორ ქვეყნას – განსაკუთრებით გერმანიას –    აქვს ისეთი ე.წ. ფისკალური სივრცე ანუ ფული, რომელიც სხვებზე მეტად შუძლია დახარჯოს საკუთარი კომპანიების სუბსიდირებაზე.  2022 წელი იმით დასრულდა, რომ შეიქმნა მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო დახმარების 80 პროცენტი მხოლოდ გერმანიამ და საფრანგეთმა გასცეს“, – ამბობს ტაგლიაპიეტრა.

როდესაც მას ვკითხეთ, თუ რამდენად საკმარისია ის ღონისძიებები, რომლებიც ბზინესის დასახმარებლად გატარდა, ტაგლიაპიეტრაამ ასე გვიპასუხა:

„რამდენიმე ტიპის ინტერვენციის შერევა მოხდა, ერთი იყო საგადასახდო კრედიტი, ასევე შემცირდა დამატებული ღირებულების გადასახადიც (დღგ). რასაკვირველია, კომპანიებს მოხმარებული ენერგიის გადასახადი გაეზარდათ ერთდროულად სამი, მეტიც, ოთხი ფაქტორის გამო. მაგრამ უნდა განვიხილოთ, თუ როგორი მდგომარეობა იქნებოდა მთავრობის ჩარევის გარეშე – ენერგიის გადასახადი ბევრად მეტი იქნებოდა“.

რომელი სექტორები მოიხმარენ ყველაზე მეტ ენერგიას ევროპაში?

2021 წელს ევროპის სამრეწველო სექტორზე ენერგიის მთლიანი მოხმარების 25% მოდიოდა, რის გამოც მრეწველობა იყო მესამე ენერგიის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი სატრანსპორტო სექტორისა (29%) და მოსახლეობის (28%) შემდეგ.

ენერგოკრიზისმა დაგვანახა, რომ ელექტროენერგიის ბაზარი ძალიან მოწყვლადია ფასების შოკის მიმართ. 2023 წლის იანვარში ევროკავშირმა დაიწყო კონსულტაციები ამ ბაზრის რეფორმის საკითხზე, რათა უკეთ დაიცვას მომხმარებელი ფასების შოკისგან. თუმცა როგორც  ტაგლიაპიეტრამ „ევრონიუსთან“ საუბრის დროს განმარტა, მხოლოდ რეფორმა საკმარისი არ არის.

სიმონე ტაგლიაპიეტრა, ბრიუგელის ინსტიტუტის უფროსი ექსპერტი:

„ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს გადაჭრის  ჩვენს ენერგოკრიზისს. ჩვენი ენერგოკრიზისი პრობლემა იყო ბუნებრივ აირზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ენერგორესურსები იარაღად გამოიყენა. ამიტომ ევროპისთვის მომავალ თვეებში ამ კრიზისიდან სტაბილურად გამოსვლის ერთადერთი გზა არის ამ წონასწორობის აღდგენა. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მოთხოვნის შემცირებითა და ალტერნატიული მოწოდების წყაროების  ზრდით/მრავალფეროვნებით. ეს ნიშნავს მცურავი გაზსაცავებისა და გაზის გათხევადების პლატფორმების მშენებლობას, რასაც გერმანია აკეთებს. ეს ნიშნავს თხევადი გაზის მომწოდებლებთან ახალ კონტრაქტებს, მზის ენერგიის ხელშეწყობას, რათა ელექტროენერგიის წარმოებაში ამოვიღოთ ბუნებრივი აირის კომპონენტი, წახალისდეს სახლებში ბუნებრივ აირზე მომუშავე ბოილერების ჩანაცვლება ე.წ. სითბოს საქაჩი აპარატებით. მხოლოდ ასე შეიძლება ევროპაში ენერგოკრიზისის სტრუქტურული გზით გადაჭრა“.

 

ავტორი: ბრაიან კარტერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend