მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკაევროკავშირის ფინანსური დახმარება უკრაინის შენებაზე დაიხარჯება

ევროკავშირის ფინანსური დახმარება უკრაინის შენებაზე დაიხარჯება

სანამ უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს, ამ ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. გასულ წელს უკრაინას ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა, მთლიანი შიდა პროდუქტი 30.4 პროცენტით შემცირდა. ბოლო

ბოლო 12 თვის განმავლობაში ევროკავშირმა უკრაინას მნიშვნელოვანი ფინანსური და სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, უკრაინას ევროპული სოლიდარობისა და რუსეთთან მიმართებით უსაფრთხოების სიმბოლო უწოდა, ევროკავშირში გაწვერების გზაც გაუკვალა და  უკრაინას 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

2 თებერვალს კიევში 15 ევროკომისართან ერთად ჩასულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა:

„ევროპა უკრაინის გვერდით იდგა პირველივე დღიდან, რადგან ჩვენ ვიცთ, რომ ჩვენი კონტინენტის მომავალი აქ იწერება“.

ევროპა უკრაინისთვის 2023 წელს 450 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის განიხილავს. ამ თანხის ჩათვლით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისდა ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მიერ ამნ ქვეყნსითვის გაწეული საერთო დახმარება უკვე 50 მილიონ ევრომდე ადის.

რაზე დაიხარჯა უკვე გაცემული ფული?

ომის დაწყების დღიდან  უკრაინის მიმართ ევროკავშირის მიერ  გაწეული დახმარება 50 მილიარდი ევროა. აქედან 630 მილიონი ევრო ჰუმანიტარული დახმარებაა. დაახლოებით 12 მილიარდი კი სამხედრო დახმარებაა. თითქმის 8 მილიარდი  გრანტი, სესხი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარანტიო თანხებია.  30 მილიარდი ე.წ. მაკრო-ფინანსური დახმარებაა, რომლის დიდი ნაწილიც ხმარდება მნიშვნელოვან სამთავრობო ხარჯებს, როგორებიცაა პენსია, ხელფასი, განათლება და ინფრასტრუქტურის აღდგენა. ევროკავშირი უკრაინას ენერგოკრიზისის გადალახვაშიც ეხმარება. ბრიუსელმა უკრაინას 35 მილიონი მანათობელი დიოდი, 5400 გენერატორი აჩუქა და ქსელის აღდგენით სამუშაოებშიც ეხმარება. დახმარების გრძელვადიანი მიზანია, რომ უკრაინამ ენერგომომარაგების ქსელი განახლებად რესურსებზე გადააწყოს.

ომის ფასი

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაზე გამანადგურებელი დაპყრობითი იერიში მიიტანა. სულ მცირე 8 ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა. მილიონობით ადამიანი დევნილი გახდა. რამდენიმე მილიარდის ღირებულების ინფრასტრუქტურა განადგურდა. მაგრამ უკრაინა მაინც მედგრად დგას….

მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინის აღდგენას დაახლოებით 320 მილიარდი ევრო სჭირდება. ომის სრული ზარალის წარმოდგენაც კი რთულია, რადგან ის უკვე მეორე წელია გრძელდება, მაგრამ ქვეყანა არ ჩამოშლილა.

ომში გაიწვიეს მუშახელი, განადგურდა მრეწველობა და მომსახურების სექტორი, დიდი დარტყმა მიადგა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს, რომელზეც ამ ქვეყნის ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული. მაგრამ  უკრაინელი ექსპერტი ოლენა ბილანი ფიქრობს, რომ ამ ეკონომიკამ საოცარი გამძლეობა აჩვენა.

ოლენა ბილანი, კომპანია  Dragon Capital-ის უფრო ეკონომისტი:

„ ომის პირველ რამდენიმე კვირაში ეკონომიკის ნახევარმა ფუნქციონირება შეწყვიტა. თუმცა მოგვიანებით ფუნქციონირება საკმაოდ სწრაფად აღდგა. ასე გაგრძელდა ოქტომბრამდე, როდესაც რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე დაიწყო ტერორისტული თავდასხმები.“

თუმცა მისი განმარტებით, ბიზნესი და ხალხი მოერგო ყველა ახალ სირთულეს, ელექტრომომარაგების წყვეტის ჩათვლით. კომპანიები  ყიდულობენ გენერატორებს, აკუმულატორებს, „სტარლინკებს“ და მცირე ბიზნესები მაინც მუშაობენ, საერთო ელექტრომომარაგების უქონლობის მიუხედავად.

2023 წლის დახმარება და ინვესტიცია

უკრაინის ფინანსური პრობლემების შესარბილებლად ევროკავშირი მხოლოდ 2023 წელს 18 მილიარდი ევროს მიცემას აპირებს შეღავათიანი სასესხო პირობებით. ეს თანხა რამდენიმე ტრანშის სახით გაიცემა. გაცემის წინაპირობა ბრიუსელსა და კიევს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმში ჩადებული პირობების დაცვას გულისხმობს. ეს მოიცავს საკანონმდებლო რეფორმებს, ეკონომიკის დერეგულაციასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

როგორც ოლენა ბილანმა „ევრონიუსს განუცხადა:

„ უკრაინა აუცილებლად უნდა დაადგეს  რეფორმების გზას. ეს შედეგს მაშინვე არ მოიტანს, მაგრამ უკრაინის მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ ნამდვილად აქვს კორუფციის შემცირების სურვილი და ნება“.

უკრაინის ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ამ შეღავათიან პაკეტს მიესალმებიან.

ოლჰა სტეფანიშინა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში:

„ ეს უკრაინის ხალხსა და მოქალაქეებს განჭვრეტის საშუალებას აძლევს. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ შევძლებთ სოციალური ფუნქციის შესრულებას, როგორც მთავრობა. ეს დახმარება უკრაინისთვის უბრალოდ დიდი თანხა კი არ არის, არამედ ყველაზე დიდი დახმარების პაკეტია, რაც კი ოდესმე ამ დონეზე შეთანხმებულა. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან არცერთი მისცემს თანხმობას და არ აუნთებს მწვანე შუქს ამ დახმარებას ისე, თუ ზუსტად არ ეცოდინება, სად განთავსდება და  რაზე დაიხარჯება ეს რესურსი“.

უკრაინის მთავრობის ვარაუდით, ეკონომიკა ზრდას 2023 წელს დაუბრუნდება. მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება ომის მსვლელობასა და უკრაინის მიმართ მისი პარტნიორების უწყვეტ  დახმარებაზე, მაგალითად, როგორიც ევროკავშირია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, უკრაინის  ფინანსური დანაკლისი დაახლოებით 38-39 მილიარდი ევროა. ამიტომ ევროკავშირის მიერ გაცემული 18 მილიარდი ევრო ამის მნიშვნელოვან ნაწილს დაფარავს. როგორც ვალდის დომბროვსკისმა, ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით, „ევრონიუსს“ განუცხადა,  დარჩენილ რაოდენობას შეავსებენ სხვა საერთაშორისო დონორები, „მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნები, საერთაშორისო საფინანსო ინსტუტუტები, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.“

ცვლილებები ევროკავშირ-უკრაინის სავაჭრო შეთანხმებაში

ევროკავშირსა და უკრაინას შორის 2017 წლიდან სავაჭრო შეთანხმება მოქმედებს. მაგრამ გასული წლის ივნისში ევროკომისამ გადაწყვიტა, რომ უკრაინას ევროკავშირის ბაზარზე ერთიანი, სრული, ლიბერალური წვდომა ჰქონოდა, ისე, რომ უკრაინული პროდუქტი და მომსახურება ევროკავშირში ყოველგვარი ტარიფებისა და კვოტების გარეშე შევიდეს. ეს წლევანდელ ივნისამდე იმოქმედებს. ვალდის დომბროვსკისი განმარტებით, ბრიუსელი ახლა ამ ერთიანი ზომების გახანგრძლივებაზე მუშაობს, რადგან ომის დასასრული ჯერჯერობით არ ჩანს.

რუსეთის როლი?

ურსულა ფონ დერ ლაიენმა  თებერვალში კიევში ვიზიტის დროს რუსეთს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა: „რუსეთმა პასუხი უნდა აგოს სასამართლოში მის მიერ ჩადენილ, საზარელ დანაშაულებზე.“

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისა და ევროკავშირის პროკურორები უკევ ერთად მუშაობენ სამხილების შეგროვებაზე, რათა ისინი ომის დანაშაულებთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებში გამოიყენონ. მან ასევე თქვა, რომ ევროკავსირი გააგღზელებს ზეწოლას კრემლზე სანქციების სახით.

ვალდის დომბროვსკისმა „ევრონიუსს“ განუმარტა, რომ საერთაშორიოს ინსტიტუტები ეზებენ გზებს, თუ როგორ აგებინონ პასუხი რუსეთს იმ ზაინისთვის რაც უკვე მიაყენა უკრაინას და რომლის მიყენებასაც აგრზელებს.

ვალდის დომბროვსკისი:

„საერთაშორისო სამართალში ჩადებულია პრინციპი, რომლის მიხედვითაც, აგრესორი ფარავს ზარალს.  საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ როგორ უნდა აღსრულდეს ეს პრინციპი. მოინდომებს თუ არა რუსეთი თავისი ნებით ამის გადახდას, ეს გამოჩნდება. ჩვენ ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივმართოთ რუსეთის  კონფისკაციაში მოყოლილი აქტივები უკრაინის რეკონსტრუქციაზე. ეს სამართლებრივი შეფასება ახლა მუშავდება და ეხება როგორც კერძო აქტივებს, ისე რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს.“

ავტორი: ბრაიან კარტერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend