მთავარისაქართველოდაჭრილი მებრძოლების კალათბურთის გუნდის ამბავი

დაჭრილი მებრძოლების კალათბურთის გუნდის ამბავი

დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კალათბურთის გუნდი ახლა დიუსელდორფის „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადება. ეს გუნდი 2018 წელს დაფუძნდა და მისი წევრები დაჭრილი და  დაშავებული მებრძოლები არიან. გუნდის წევრთა ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომის, ნაწილი კი სხვადასხვა სამშვიდობო მისიის მონაწილე სამხედროა. მიუხედავად ფიზიკური თუ მორალური ტრავმებისა, არ დანებდნენ და განაგრძეს ბრძოლა სრულყოფილი ცხოვრებისთვის. ახლა ისინი საყვარელი სპორტით არიან დაკავებული და მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელით მნიშვნელოვან წარმატებასაც აღწევენ. ამ ადამიანებს კი გვერდში „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ უდგას, რომელიც 2018 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ზრუნავს მათი ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის.

„ჩვენი კალათბურთის გუნდი 2018 წელს შეიქმნა. პირველად ამერიკაში წავედით შეჯიბრზე, იმ წელს ბრინჯაოს მედალი ავიღეთ. ერთი წლის შემდეგ ისევ წავედით ამ შეჯიბრზე და ავიღეთ ოქროს მედალი. მე ვარ ISAF-ის მონაწილე ჯარისკაცი. 2011 წელს ავღანეთში ვიყავი სამშვიდობო  მისიაზე. 26 ოქტომბერს ავფეთქდი მისიის დროს. ბრძოლას ვაგრძელებ ერთი სიტყვით. ხომ ჯარისკაცი ვარ, მაგრამ სპორტით ვაგრძელებ ბრძოლას საქართველოს გულისთვის და იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, რომ საქართველოში არსებობენ ასეთი მებრძოლი ბიჭები“ – ამბობს ახმეტ საფაროვი, დაჭრილ მებრძოლთა კალათბურთის გუნდის ერთ-ერთი წევრი. 

„მორალურ მდგომარეობასაც ეხმარება და ფიზიკურ მდგომარეობასაც. ნამდვილად არ მეგონა თუ შევძლებდი , მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის თუ კი ადამიანი მოინდომებს. მიუხედავად ჩვენი ტრავმებისა, მაინც ვახერხებთ იმას, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით, ერთმანეთის გამხნევებით, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი თავი ვიგრძნოთ სრულფასოვნად. კი მიჭირს, მაგრამ უნდა შევძლო, სხვა გზა არაა. შეიარაღებულ ძალენში ვმსახურობ 2006 წლიდან, ტრავმა მიღებული მაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. შინდისში მომხდარი შეტაკების დროს. საკმაოდ მძიმე კატეგორიის ტრავმა მაქვს, მარცხენა მხარი მაქვს დაზიანებული“ – გვიყვება გუნდის კიდევ ერთი წევრი არჩილ აბულაძე.   

 „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ინვიქტუს გეიმს ფაუნდეიშენთან”. „ძლიერთა თამაშებს“ სწორედ ეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ატარებს. ცოტა ხნის წინ ამ ფონდმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“  გადასცა გრანტი, რომლის მეშვეობითაც ამ უკანასკნელმა,  ქართველი დაჭრილი მებრძოლების გუნდისთვის  შეიძინა საგანგებო ეტლები მჯდომარე კალათბურთისთვის. გუნდის წევრები ამბობენ, რომ ამ ეტლებმა მათი თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

“რომ შეადარო, ხუმრობით ვიტყვი, ადრე ვთამაშობდით “ჟიგულიზე” და ახლა გადავჯექით “მერსედესზე”. ძალიან სწრაფია და ეფექტური, დიდი მადლობა “ინვიქტუს გეიმსს” და “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს”. – ამბობს ახმეტ საფაროვი

„პროფესიონალური ეტლებია. ზუსტად ასეთი ეტლები დაგვხვდა სადაც კი ჩავედით, – ამერიკაშიც, ჰოლანდიაშიც. ასე რომ, სრული ინვენტარი გვაქვს აბსოლუტურად, დაწყებული კალათბურთის ბურთიდან, დამთავრებული კალათბურთის ეტლით. შედეგი ჩვენზეა!“ – ამბობს არჩილ აბულაძე

ამ გრანტის საშუალებით ჩვენ შევიძინეთ ეტლები კალათბურთის სათამაშოდ და ასევე ინვიქტუსის ინიციატივით ტარდება ძლიერთა თამაშებისადაც მონაწილეობენ დაჭრილი მეომრები და დარწმუნებუ ვარრომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვისყველას მოგეხსენებათრომ საჭიროა ყველააირი ფორმატი ადამიანისათვისროგორც სპორტული თამაშობაისევთქვათ სამსახურიისე ურთიერთობები“ – ამბობს დავით მამულაიშვილი, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალური დირექტორი.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს კომპანია „სილქნეტმა“  დააფუძნა. მისი დაარსებით კომპანიამ მიზნად დაისახა, რომ ბიზნესი და საზოგადოება მთავრობასთან ერთად გაეერთიანებინა იმისათვის, რათა საერთო ძალისხმევით გვერდში დადგომოდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ჯარისკაცებს – ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. ამისათვის ფონდმა ორი მილიონ ხუთასი ათას ლარზე მეტი გაიღო. ამ თანხის შეგროვება შესაძლებელი გახდა „სილქნეტის“ ყოველთვიური შენატანის,   სხვა კომპანიებისა თუ საზოგადოების ცალკეული წევრების შემოწირულებებით და მთავრობის  თანადაფინანსებით. „სილქნეტი“ ასევე ყოველწლიურად 300 ათას ლარს რიცხავს ფონდში.

ასე, ერთიანი ძალისხმევით, დაჭრილ მებრძოლთა კალათბურთის გუნდს ახლა ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მომავალშიც მიაღწიონ წარმატებას და საქართველოს გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ იზეიმონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend