მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრებსა და მასშტაბურ წყალდიდობებს ებრძვიან

ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრებსა და მასშტაბურ წყალდიდობებს ებრძვიან

კატასტროფული წყალდიდობები სლოვენიაში ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საშინელ სტიქიურ უბედურებად გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ოთხი ადამიანი. წყალდიდობის შედეგად გამოწვეული ზარალი კი 500 მილიონ ევროს აღწევს.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის თქმით, წყალდიდობისა და მეწყრის გამო სლოვენიის ორი მესამედია დაზარალებული. დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ საზოგადოება ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

მეზობელ ავსტრიაში კი წყალდიდობების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადიდებულ მდინარეში ჩაცვენილი ორი ადამიანიდან  მხოლოდ ერთის გამოყვანა მოხერხდა. საგანგებო სამსახურში უამრავი ზარი შევიდა დახმარებისა და ევაკუაციის მოთხოვნით.

ამავდროულად, პირენეს ნახევარკუნძულზე მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან.  ცენტრალურ-დასავლეთ პორტუგალიაში რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. გასულ უქმეებზე ტყის ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, დაიწვა 6200 ჰექტარი ტყის ფართობი.

ტყის ხანძრებია ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზეც. 130 ადამიანი უკვე გამოიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. ხანძრების შედეგად განადგურდა 200 ჰექტარი მიწის ფართობი. ცეცხლის გაღვივებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend