მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 50-მდე მოქალაქეს ეძებენ, რომლებსაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან.
მერაბ გამყრელიძის ინფორმაციით, 50 მოქალაქეს შორის ბავშვებიც არიან.
„საბედნიეროდ, ვერტმფრენების მეშვეობით 70 ადამიანს გადაყვანა მოხდა. დაახლოებით, 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, სადაც იმყოფება პოლიციის ქვედა დანაყოფი, ასევე სამაშველო სამსახურები. ატანილია პირველადი მოხმარებისთვის საჭირო საშუალება – საკვები და წყალი, რომ დილამდე ადგილზე მოხდეს მათი გაჩერება. ფრენის საშუალება, როგორც კი იქნება ონში გადმოვიყვანთ.
შეტყობინების საფუძველზე გვაქვს 50 მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც ამ ეტაპზე ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მასში ჩართულია 150-მდე მაშველი-მეხანძრე.
მისივე ინფორმაციით, შოვში, სტიქიის შედეგად დაახლოებით, 3 მლიონ კუბამდეა მასაა ჩამოსული.
„შტაბი მოქმედებს 24 საათიან რეჟიმში, ამოქმედა ცხელი ხაზი. ახლაც არ წყდება სამაშველო სამუშაოები, დაახლოებით 150 მაშველი-მეხანძრე ამ წუთებშიც მუშაობს.
გვინდა კოტეჯებამდე მივიდეთ, სადაც მეტი რისკია, რომ დაკარგული მოქალაქეები იყვნენ. ამ ეტაპზე დიდი რისკი გვაქვს კოტეჯების ტერიტორიაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტთან საუბრისას.