თეირანში მაღალი ტემპერატურის გამო საჯარო მოხელეებისა და ბანკის თანამშრომლებისთვის ოფიციალურად გამოცხადდა ორდღიანი დასვენება.
გადაწყვეტილება მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზის შემდეგ მიიღეს, რომელიც ბევრ ქალაქში 40 გრადუსზე მეტ სიცხეს პროგნოზირებს, ხოლო ქვეყნის სამხრეთ დასავლეთში შესაძლოა ტემპერატურა 50 გრადუსამდეც გაიზარდოს.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მზეზე დიდხანს ყოფნის შემთხვევაში გულის შეტევის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს შინ დარჩნენ დილის ათიდან დღის 4 საათამდე.