„საქართველოს ახლებური აღქმა: კოლექტიური დასავლეთის, ქართული და რუსული პოლიტიკური ელიტების მიერ დანახული საქართველო 1991-დან 2020 წლამდე“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც აანალიზებს ამერიკის შეერთებული შტატების, ნატო, ევროკავშირის, რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური ელიტების აღქმებს საქართველოსთან მიმართებით; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2020 წლამდე.
წიგნის პრეზენტაცია ჰარვარდის უნივერსიტეტში, შემდგომ კი უკვე თბილისში შვედეთის საელჩოში გაიმართა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში წიგნის ავტორმა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ნათია გამყრელიძემ ისაუბრა.