მთავარიკუბიილონ მასკის ადვოკატი ციფრული უსაფრთხოებისა ცენტრს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

ილონ მასკის ადვოკატი ციფრული უსაფრთხოებისა ცენტრს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

„ტვიტერის“ მფლობელის, ილონ მასკის ადვოკატი ალექს სპირო ციფრული უსაფრთხოებისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრს სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

სპირომ ციფრული უსაფრთხოების ცენტრს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ თუ გააგრძელებენ “ტვიტერის” დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის პოსტების გამოქვეყნებაში დადანაშაულებას, კომპანია მათ აუცილებლად უჩივლებს სასამართლოში.

ილონ მასკის ადვოკატი ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ “ტვიტერი” პლატფორმიდან სიძულვილის ენის აღმოფხვრას არ ცდილობს.

წერილში საუბარია, ასევე ციფრული უსაფრთხოების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, სადაც კომპანია დეზინფორმაციის გავრცელებაშია დადანაშაულებული.

ალექს სპირო ამტკიცებს, რომ ეს კომპანიისთვის ზიანის მიყენების მცდელობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend