მთავარიმსოფლიოვანუატუს რესპუბლიკაში ემანუელ მაკრონის ვიზიტის დროს 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ვანუატუს რესპუბლიკაში ემანუელ მაკრონის ვიზიტის დროს 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ემანეულ მაკრონი საფრანგეთის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც ვანუატუს ეწვია. ვიზიტი წყნარი ოკეანის ტურნეს ფარგლებში გაიმართა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე ეწვევა ახალ კალედონიასა და პაპუა-ახალ გვინეას.  მას ქვეყანაში ტრადიციულად დახვდნენ, თუმცა სწორედ იმ დროს  6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი 95 კილომეტრში იყო იმ ადგილიდან, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ნგრევისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მაკრონის ვიზიტის მიზანი ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიის გაძლიერება და იმის შეხსენებაა, თუ რა როლი აქვს საფრანგეთს ამ რეგიონში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend